მთავარი,სიახლეები

ირაკლი მელაშვილი გავრილოვის პარლამენტში შეშვებაზე: ღალატი ამიხსენით რა არის?

20.06.2019
ირაკლი მელაშვილი გავრილოვის პარლამენტში შეშვებაზე: ღალატი ამიხსენით რა არის?

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„ყველაფერს აქვს საზღვარი, ვისაც გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპება დიპლომატიად მიგაჩნიათ, ხართ დიპლომატიაში უვიცები, პოლიტიკაში ბეცები, ხოლო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები უბრალოდ უთავმოყვარეოები [ამაზე რბილი გამოთქმა არ არსებობს, თორემ ისე შინაარსობრივად, ღალატი ამიხსენით რა არის? …. ]

Дальнейший период жизни Сергея Гаврилова странным образом связан с локальными войнами – он был в Приднестровье и Абхазии в то время, когда в этих республиках разгоралась и происходила гражданская война. Он был в Косово, потом в Иране и Ираке – так же в периоды вооруженных конфликтов. В Багдаде Гаврилов был дважды – в первую и вторую войну (вместе с Геннадием Зюгановым он укреплял легитимность режима Саддама Хусейна). Был Гаврилов и в Крыму, когда там произошла конфронтация между украинцами и крымскими татарами. Все эти вояжи Сергей Гаврилов совмещал с основной работой в корпорации МиГ, где официально осуществлял контроль за исполнением экспортных контрактов корпорации. Фактически он являлся сотрудником действующего резерва спецслужб.”https://rusmafiozi.blogspot.com/2011/03/blog-post_7138.html

ვინც ეს საზიზღრობა ჩაიდინა, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. არსად, საერთაშორისო არენაზე არც სცემენ პატივს იმ მთავრობას და პარლამენტს, რომელიც ასე დაუწვება შენი თანამოქალაქეების განადგურებაში, შენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლ მტერს.

ამას არც დიპლომატიასთან, არც საერთაშორისო ურთიერთობებთან, არც პროტოკოლთან საერთო არ აქვს. [ზოგი რეგვენი დეპუტატი, გავრილოვის საქართველოში შემოშვების ახსნას ამ ტერმინებით ცდილობდა].

P.S. არსად დაგეკარგოთ მართლმადიდებელი პარლამენტარების შეკრებაზე ათეისტური კომუნისტური პარტიის წევრი დეპუტატი! “-  წერს ირაკლი მელაშვილი.

დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: