კულტურა,მთავარი

ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში

03.05.2019
ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში

დღეს, 3 მაისს, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში თვითნასწავლი ბათუმელი მხატვრის, ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ჯონი ჯიჯეიშვილი პროფესიით ფილოლოგია, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლებშიც შესულია მისი მოთხრობები და რომანი. იგი ხატვით 40 წლის ასაკში დაინტერესდა.

გამოფენაზე მხატვრის 30 ნამუშევარია გამოტანილი. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 4 მაისამდე დარჩება.

“ჯონის, ამ თვითნასწავლი მხატვრის პრიმიტივისტული თუ ნაივური სტილით შესრულებული ნამუშევრები, მისი საოცარი თემები, გამომსახველი ფერწერა, ექსპრესიულობა, რომელსაც ახლავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პოეტურ-ემოციური მუხტი, ნამდვილად შთამბეჭდავი და ამაღელვებელია,” – თქვა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ. მისივე შეფასებით, აჭარას ასეთი მნიშვნელობის სამი თვითნასწავლი მხატვარი ჰყავს – ლაზი ჰასან ჰელიმიში, მხატვარი ქობულეთიდან – დურმიშხან კიკნაძე და ჯონი ჯიჯეიშვილი. გამოფენაზე სამივე თვითნასწავლი მხატვრის საერთო გამოფენის მოწყობის იდეაც განიხილეს.

ჯონი ჯიჯეიშვილი 1984 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. 1986 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა ბათუმის მხატვრის სახლის გალერეაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: