მთავარი,სიახლეები

ვითარება ხანძრის ადგილას – 7 კომერციული ობიექტი დაზარალდა

11.02.2019
ვითარება ხანძრის ადგილას – 7 კომერციული ობიექტი დაზარალდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამავე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შვიდ სავაჭრო ობიექტში კი რა ვითარებაა, მფლობელებმა არ იციან – სამაშველო სამსახური მათ ობიექტებში შესვლის უფლებას, ჯერჯერობით, არ აძლევს. სამაშველო სამსახურმა ხანძრის პერიოდში მხოლოდ ერთი კომერციული ობიექტიდან გამოიტანა ნივთები.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღეს, 11 თებერვალს, დაახლოებით ერთი საათის წინ ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ამ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შვიდ მაღაზიაში კი წყალი ჩავიდა და, სავარაუდოდ, საქონელი დასველდა.

ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, მერია ზარალს დაითვლის და ნაწილობრივ აანაზღაურებს. რაც შეეხება კომერციული ობიექტებს, მერია მათ რემონტში დაეხმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და 200 კვ. მ. სასხვენო გადახურვა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი.

დამწვარი სახლის პერიმეტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: