მთავარი,სიახლეები

ლონდონში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს

07.12.2018
ლონდონში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ IMO ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში გაიმართა. ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს.

2017 წლის 26 ივნისში ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟმა, კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით, არაბეთის ზღვაში 13 ადამიანი იხსნა განსაცდელისგან. მათ ტანკერ “Rama2“-ის ეკიპაჟი გადაარჩინეს. ტანკერი “Rama2“ უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანდა და ჩაიძირა. შემთხვევის დროს ჩაძირვის პირას მყოფ ტანკერთან ყველაზე ახლოს გემი M.T. SEAPOWER-ი იმყოფებოდა [გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd]. სწორედ ამ გემის 16-კაციანი ეკიპაჟი იყო, ძირითადად, ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული – საქართველოს 14, უკრაინის ერთი და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.

როგორც M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟის წევრები იხსენებენ, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ განსაცდელში მყოფ კოლეგებს დახმარებოდნენ.

სწორედ ამ შემთხვევის გამო გადასცა ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის IMO-მ ჯილდო მეზღვაურებს.

6 დეკემბერს გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სათაო ოფისში ქართველი მეზღვაურები დააჯილდოვეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ:

კაპიტანი: ლევან მამალაძე

მეზღვაურები:

დავით ბარამიძე

ამირან ჩოგაძე

თენგიზ კარჩავა

ომარ ნასარიძე

ირაკლი კალანდაძე

რაულ დავლაძე

თორნიკე ზოიძე

ლევან ფუტკარაძე

ალექსანდრე ჩაჩუა

რამაზ ბეჟანიძე

ნოდარ სუკონიკოვი

მიხეილ მეფარიშვილი

ბიძინა ღოღობერიძე

იგორ ეგიზაროვი

გოგი ბაგრატიონი

IMO ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს იმ მეზღვაურებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს ზღვაში.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/564804203941824/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: