განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოცხადდა მიღება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე

13.08.2018
გამოცხადდა მიღება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა მიღება 2018-2019 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამის  მიზანია დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

„დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს  მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის სტატუსით დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის,  მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი ჯგუფისა და დამატებით – V-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. კურსდამთავრებული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის გარდა დასაქმებას შეძლებს სხვა საფეხურის ტიპის სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრუქტურებში“.

ბსუ-ს ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 8 აგვისტოს სხდომის №96 გადაწყვეტილებით. აღნიშნული სიახლე აისახება აბიტურიენტების 2018 წლის ცნობარში.

„პროგრამაზე დარეგისტრირების უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად გამოცდასთან ერთად, წარმატებით ჩააბარეს მეოთხე არჩევითი გამოცდა ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში,  ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: