ბათუმი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის მიმართულებით “საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა

16.07.2018
ბათუმის მიმართულებით “საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს.

19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets).

ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე.

საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: