მთავარი,სიახლეები

რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები

07.06.2018
რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები

6 ივნისიდან ამოქმედდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის ახალი სქემები, მათი რაოდენობა და მოძრაობის ინტერვალი დამტკიცდა.

ამავე დადგენილებით, ბათუმის მერია ვალდებულია ერთი თვის ვადაში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ასევე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მას­ში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო­ბების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი.

კონკურსის პირობებზე ანუ იმ კრიტერიუმების/სტანდარტების დადგენაზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქში სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი, მერია უკვე მუშაობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი წესები შეამცირებს სამარშრუტო მიკროავტობუსების, შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობას. ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.

ამასთან, ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ეს რაოდენობა პირველი ივლისიდან 250-მდე შემცირდება.

დადგენილების მიხედვით, ქალაქში 2018 წლის პირველი ივლისიდან ახალი სქემითუნდა იმოძრაონ შემდეგმა მიკროავტობუსებმა: №№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში, შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ბმულზე.

მოძრაობის სქემები და მიკროავტობუსების რაოდენობა 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/138807/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: