მთავარი,სიახლეები

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია – ხელმძღვანელი გადადგა

11.01.2018
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია – ხელმძღვანელი გადადგა

ლევან მაისურაძემ – აწ უკვე აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამ თანამდებობაზე რვა თვე იმუშავა – ის როტაციის პრინციპით მას შემდეგ მოავლინეს რეგიონში, რაც მისი წინამორბედი კახაბერ ბუხრაძე ასევე როტაციის წესით სხვაგან გადაიყვანეს. თავის მხრივ კახა ბუხრაძის გადადგომას ბათუმის ცნობილი მოვლენების – 11-12 მარტის აქციაზე ითხოვდნენ.

შს სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ ლევან მაისურაძის გადადგომას, ასევე დასძენენ, რომ ლევან მაისურაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. უწყებაში ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ჯერჯერობით, არავინ არ არის დაუნიშნიათ.

თავად ლევან მაისურაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ პოლიციის უფროსები დანიშნეს ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევშიც. ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტური იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: