მთავარი,სიახლეები

კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]

27.12.2017
კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]

„ფეისბუქში“ ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა გაამართლო“. სიმღერაში გარითმულია ფრაზა – საპროცესო გარიგება.

რისთვის ჩაწერეს ვიდეოკლიპი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა და რა დაჯდა მისი მომზადება – ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ამ საკითხზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. სასამართლოს მენეჯერმა, ივერი აბაშიძემ გვითხრა, რომ კლიპი ძველია, როცა ის სასამართლოში არ მუშაობდა. მან ვერ დაგვიკონკრეტა, როდისაა ის გადაღებული. სასამართლოს მენეჯერმა ვერც ის გვითხრა, ვინ მოამზადა კლიპი და რატომ.

ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვიდეოკლიპი შიდა ჯგუფისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ იმ პირობით მოამზადეს, რომ არ გასაჯაროვდებოდა და დღეს „ფეისბუქში“ მისი დადება მოულოდნელი იყო. ამ პირის ინფორმაციით, კლიპის მომზადებისთვის ცალკე ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. „ჩვენით გადავიღეთ და დავამონტაჟეთ, მეტი არაფერი,“  – ამბობს ის.

კლიპში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12 მოსამართლიდან 4 არ ჩანს: ჯუმბერ ბეჟანიძე, ირაკლი შავაძე, ლევან გელოვანი და ლაშა თავართქილაძე.

მთავარ ფოტოზე: კადრი ვიდეოკლიპიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: