მთავარი,სიახლეები

„ნიუ პლაზმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაკვეთილებს დააფინანსებს

25.12.2017
„ნიუ პლაზმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაკვეთილებს დააფინანსებს

დღეს, 25 დეკემბერს, შპს „ნიუ პლაზმამ“ და საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „ნიუ პლაზმა“ ფონდის ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს.

ფონდის ხელმძღვანელის, თეონა აბაშიძის ინფორმაციით, ფონდის სასწავლო ცენტრით სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ.

„ესენი არიან როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ქუჩაში მომუშავე ბავშვები.

აქამდე  ცენტრში გაკვეთილებს მოხალისე მასწავლებლები ატარებდნენ, რადგან  ეს თანამშრომლობა სტაბილური არ იყო, „ნიუ პლაზმამ“ გადაწყვიტა, კლინიკის შემოსავლის 10%-ი საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯოს და სასწავლო პროცესი დააფინანსოს,“ – ამბობს აბაშიძე.

ფონდის სასწავლო ცენტრით 50 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: