მთავარი,სიახლეები

გირჩების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

25.12.2017
გირჩების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

28 დეკემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი  გირჩების გამოფენას  მოაწყობს. „გამოფენა ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება გირჩების მრავალსახეობა და ასევე გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, რომელთა შეძენას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს“.

ადმინისტრაციის განცხადებით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი  არის ჩაქვის მხრიდან (მე-3 სალარო). გამოფენაზე დასწრება უფასოა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: