მთავარი,სიახლეები

რეფერალური ჰოსპიტალი: დღეს ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

27.11.2017
რეფერალური ჰოსპიტალი: დღეს ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

20 წლის მამაკაცი, რომელსაც დღეს ბათუმში მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებული მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მას აქვს თავის ქალის ტრავმა, ასევე გულ-მკერდის დაზიანება, დაზიანებული აქვს ქვედა კიდურებიც, დამწვრობასავით აქვს, როგორც ჩანს, მანქანამ ჩაითრია… მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – ამბობს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოხდა. თავდაპირველად მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა მიკროავტობუსს, მიკროავტობუსი კი ტროტუარზე შევარდა და 20 წლის ბიჭს დაეჯახა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: