ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, თუმცა ორსართულიანი ხის ნაგებობა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სწავლის განახლება დროებით თემის ადმინისტრაციულ შენობაში იგეგმება. არასრულ სკოლაში 8 მოსწავლე ირიცხება და 12 მასწავლებელია დასაქმებული.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს შს სამინისტრო იძიებს.