საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება გელა მთივლიშვილის დაკავებაზე

საქართველოს-ჟურნალისტურ

კახეთი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მანანა ვარდიაშვილის ცნობით, დღეს დააკავეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი. მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, რის შემდეგაც მას კამერის წართმევა დაუპირეს, ხოლო რადგან ჟურნალისტმა კამერა არ მისცა, დააკავეს. შს მინისტრის მოადგილე, შოთა უტიაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს.
გელა მთივლიშვილი არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს განცხადებას:
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ქარტიის საბჭოს წევრის, გელა მთივლიშვილის მიმართ თიანეთის პოლიციაში მომხდარი ფაქტი. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა უტიაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი უნდა მივიჩნიოთ სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად.
უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტების მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს უმოქმედობა არის წამახალისებელი ფაქტორი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განსახორციელებლად.
დღეს მომხდარი ფაქტიც ამ უმოქმედობის შედეგია, სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge