მთავარი,სიახლეები

მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს

13.07.2018 • 1894
მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს

ბათუმის მერიაში ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია.

მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში, 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია.

ნებართვის მაძიებელთა მიერ საკონკურსო კომისიაში წარდგენილი მიკროავტობუსების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება ბათუმში, გოგოლის ქ. N1-ში [„მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორია], 2018 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

აღნიშნული პერიოდში კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელ პირებს დამატებით, ზუსტად ეცნობებათ მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასების დროის განრიგი სამარშრუტო ხაზების მიხედვით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://batumi.ge/ge/upload/2370.pdf

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სანებართვო მოსაკრებელი ერთ სამარშრუტო ხაზზე, თვეში 5 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ერთ სამარშრუტო ხაზზე გაიცემა ერთი ნებართვა.

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდა, რომლებზეც მოძრაობის ახალი სქემები და ინტერვალები საკრებულომ დაამტკიცა.

ეს სამარშრუტო ხაზებია: № 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.

კონკურსის შემდეგ ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.

ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის ახალი სქემები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება, მაგალითად ,კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა.

კონკურსის ახალი პირობები და სხვა კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს დადგენილებაში.

დღეს, არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ კომპანიას აქვს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/146083/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: