მთავარი,სიახლეები

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ეცემა

22.05.2018 • 8466
თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ეცემა

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ლართან მიმართებაში ეცემა.

საქართველოს ეროვნული ბანკის  ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი თურქული ლირა დღეს, 22 მაისს, 0,53 ლარი ღირს. ლირა ლართან მიმართებაში ბოლო ორი კვირაა უფასურდება.

ეროვნული ბანკისგან განსხვავებული კურსია სავალუტო ჯიხურებში, სადაც ერთი თურქული ლირა 0,50-დან 0,53 ლარამდე ღირს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველ მაისს ერთი თურქული ლირა 0,60 ლარი ღირდა. 21 დღეში ლირა ლართან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა.

ლირა უფასურდება ევროსთან და დოლართან მიმართებითაც.

ლირას გაუფასურება აუცილებლად ტვირთად დააწვება თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასულ მუშახელს, რადგან ისინი ანაზღაურებას ლირაში იღებენ. ჩაის კრეფის პირველი ეტაპი სწორედ ამ დღეებში, სავარაუდოდ 25 მაისს მთავრდება.

ვალუტის კურსი
ბათუმი – 22.05.2018

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: