ძველი ბათუმის ჩუქურთმები

ძველი ბათუმის XIX-XX საუკუნის სახლები და შენობები გამორჩეული არქიტექტურითა და დეკორით გამოირჩევა. ახლოდან დავათვალიეროთ ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმები და დეტალები. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენები ზოგიერთი შენობა რესტავრირებულია, ზოგიერთი კი შეკეთებას საჭიროებს და შესაძლოა ავთენტური ფორმით, როგორც კადრებზე ჩანს, აღარც შემორჩეს ქალაქს, თუკი ძალისხმევას დროულად არ გამოვიჩენთ.

ბათუმში უამრავი სხვა ჩუქურთმიანი შენობაა, რომელიც კადრში ვერ მოხვდა, მაგრამ მათ ჩვენს მკითხველებს ვუტოვებთ აღმოსაჩენად. თუ გადაწყვეტთ, რომ ქალაქში ერთ მშვენიერ დღეს მხოლოდ ძველი შენობების დეკორატიულ ელემენტებს დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ ბათუმი ულამაზეს წვრილ დეტალებად იშლება, რაზეც საუკუნეების წინ იზრუნა ბევრმა ცნობილმა და უცნობმა არქიტექტორმა.

სამშობიარო სახლი, რუსთაველის 10

მელიქიშვილის 37

 მემედ აბაშიძის 35

გამსახურდიას 11

 აბაშიძის 36

აბაშიძის 42

ვაშა ფშაველას 30

გამსახურდიას 21

 

მარჯანიშვილის ქუჩა, სადარბაზო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან