როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

„ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 13-18 გრადუსი სითბო, ღამით 5-10 გრადუსი.

მთაში დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით – 0-3 გრადუსი.

„ზეგ, 14 მარტს, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო დღეებში კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია თოვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა 8 გრადუსია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com