მთავარი,სიახლეები

ბათუმში სუმგაიტის ტრაგედია გაიხსენეს

25.02.2018 • 1955
ბათუმში სუმგაიტის ტრაგედია გაიხსენეს

ბათუმში მცხოვრებმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს, 25 თებერვალს,  1988 წელს აზერბაიჯანში, ქალაქ სუმგაიტში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, როცა ეთნოკონფლიქტის დროს ქალაქში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დაიღუპა.  პანაშვიდი ბათუმის სომხურ ეკლესიასთან გაიმართა.

საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სუმგაიტში სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა – 100, დარბეული იქნა 200 ბინა, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.

ბათუმში სომხეთის საკონსულოს ცნობით, სუმგაიტის მოვლენებში 80 ბრალდებულიდან ერთს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, დანარჩენებმა კი მიიღეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა, ბევრმა – მხოლოდ პირობითი. რამდენიმე თვის შემდეგ დამნაშავეთა უმრავლესობა გაათავისუფლეს, დანაშაულის ორგანიზატორები კი ვერ დადგინდა.

„..სუმგაითს“ არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, ყველა დამნაშავე და ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორივე სომხური მხარე გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვარების სურვილს. ამ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას მომავალი არ გააჩნია, ვინაიდან ეს გზა მიგვიყვანს კონფლიქტის ესკალაციასა და ახალ მსხვერპლამდე, რაც არ შედის ორი მეზობლური ქვეყნის ხალხის ინტერესებში,“ – აღნიშნულია ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს პრესრელიზში.

ბათუმის სომხურ ეკლესიასთან

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: