მთავარი,სიახლეები

როგორ ჩავაბაროთ ზოგადი უნარები წარმატებით – რჩევები ტესტის ავტორისგან

23.02.2018 • 13405
როგორ ჩავაბაროთ ზოგადი უნარები წარმატებით – რჩევები ტესტის ავტორისგან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებაში ტესტის ავტორი, სოფო დოლიძე დაეხმარება.

ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ვიდეორგოლი და ინსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც აბიტურიენტები ყოველდღიურად მიიღებენ რჩევებსა და რეკომენდაციებს ავტორისგან.

პროექტი სახელწოდებით – #სანდოთანამგზავრი,  პირველი მარტიდან დაიწყება და ყოველ ხუთშაბათს შესთავაზებს აბიტურიენტებს ვიდეორუბრიკას “ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად”.

პროექტის ფარგლებში განხილული იქნება  სხვადასხვა ტიპის დავალება, ტესტზე მუშაობის პრინციპები.

ვიდეომასალა ცენტრის ვებგვერდის გარდა,გამოქვეყნდება Facebook გვერდზეც.

ინიციატივის მიზანი, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე წერენ, აბიტურიენტთა ხელშეწყობაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რუბრიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: