ზურაბ პატარაძე საქართველოს ელექტროსისტემის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურ „ბათუმი-220“-ზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ამარაგებს. 2017 წელს, ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს 10/35კვტ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის უხარვეზოდ მიწოდებას. გარდა ამისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვტ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური ბათუმის ქვესადგურს დაუკავშირდა.

„ეს ქვესადგური ელექტროენერგიით სრულად ამარაგებს ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკას, სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც აქ განხორციელდა. განახლებული ქვესადგური სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აქვს და ელექტრო ენერგიის მიწოდებაშიც ხარვეზების რაოდენობა მინიმუმამდე დავა“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს 10/35კვტ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის უხარვეზოდ მიწოდებას.

რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს 10/35კვტ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის უხარვეზოდ მიწოდებას.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას და  ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობა „რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის“ ფარგლებში შედგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი