კურორტ გოდერძიზე ახალი წყალსადენი უნდა აშენდეს – Goderdzi Resorts-ი სავარაუდო ფასს ადგენს

„კურორტ გოდერძის სრული განაშენიანების შემდეგ არსებული წყლის მარაგი საკმარისი აღარ იქნება, ამიტომ დამატებით საჭიროა აშენდეს ახალი წყალსადენის მაგისტრალი და სამარაგო რეზერვუარი ორი 500 კუბური მეტრი ტევადობით, საქლორატოროებთან ერთად, რაც გათვალისწინებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმით,“ – აცხადებს შპს Goderdzi Resorts-ი. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. კომპანია კურორტის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტის [ზანკა] წყალსადენის …

„სტადიონის“ დირექტორს მთავრობის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი – 6250 ლარი დაუნიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შპს „სტადიონის“ დირექტორად ლევან ლომთაძე დანიშნა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ლევან ლომთაძე ფლობს ბიზნესის მართვის ბაკალავრისა და საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. ის 1988 წელს თბილისში დაიბადა. ამავე ბრძანებით, ახალი დირექტორის ხელფასი 3 750 ლარის ნაცვლად, 6 250 ლარი იქნება, ანუ მინისტრმა კომპანიის ახალ დირექტორს იმაზე მეტი ხელფასი დაუნიშნა, …

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის. ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ. კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება …

„სტადიონის“ დირექტორი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გახდა

შპს „სტადიონის“ ყოფილი დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტის უფროსად დაინიშნა. „შემოთავაზება მქონდა ბატონ დავითისგან… ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება“, – გვითხრა ზურაბ ჭურკვეიძემ. ზურაბ ჭურკვეიძე შპს „სტადიონის“ დირექტორად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მანამდე ის შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორად მუშაობდა. შპს „სტადიონის “დირექტორად ამჯერადაც კურორტ გოდერძის დირექტორი …

Exit mobile version