5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში

პანდემიამ შეაფერხა თითქმის ყველაფერი მსოფლიოში: ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, კაფე-ბარებში ფინჯანი ყავის თავისუფლად მირთმევის შესაძლებლობაც კი და ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე ჩვეულებრივი მოცემულობა გვეგონა, დღეს კი ძალიან დავაფასეთ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია რა შეიძლება აკეთო პანდემიაში, როცა ცხოვრების აქტიური წესი, ხშირი მიმოსვლა და ადამიანებთან ახლო კონტაქტი საშიშიც კი გახდა და ცუდ …

სოფელი ხულოში, სადაც 20-მდე ტონა კენკრა მოჰყავთ – პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით

როგორ შეცვალა აჭარის მაღალმთიანეთის სოფელში მთლიანად სოფლის მეურნეობის ხედვა ერთმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ამერიკული კალმახის აუზები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და როგორ გაუჩნდა მამულების და ფერმის პატრონს საკუთარი, ძვირადღირებული ტრაქტორი, რომელიც მთელი სოფლისთვის შვებაა ხვნა-თესვის, მოსავლის აღების თუ ცელვა-თიბვის დროს – ამ ამბების შესახებ აჭარის მაღალმთაინეთში გვითხრეს. იცოდით, რომ კარტოფილის მოყვანა ხულოს რეგიონისთვის არცთუ ხელსაყრელი …

„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში

აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედლებში რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ადგილით გერმანიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან თუ საფრანგეთიდან დაინტერესდებოდნენ ტურისტები. მაღალმთიანი აჭარის ეს სოფელი ხულოშია, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. მეზობლის სახლი რომ დაინახო, გორიდან გორაზე უნდა გადახვიდე. სოფლის სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი, ტყეები და ადგილზევე მოყვანილი პროდუქტი ქედლების და ზოგადად, აჭარის სოფლების ტურისტული მიმართულების მთავარი სიკეთეებია. …

„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში 

,,დიასახლისი ვიყავი აქამდე, დიდი ოჯახი გვაქვს: მეუღლე, სამი შვილი, მული, დედამთილი. მიწას ვამუშავებთ, ძროხებს ვუვლით. შვილები უკვე დაიზარდნენ. მომწყინდა სახლში და მუშაობა დავიწყე“, – ხულოში მცხოვრები მადონა დუმბაძე სულ ერთი კვირაა, რაც ნიღბებისა და მაისურების კერვას სწავლობს, საქმეს ალღო ადვილად აუღო, პირველად წავიდა ერთი კვირის წინ სახლიდან სამსახურში და მალე საკუთარი პირველი ხელფასიც ექნება. 19 …

მუსიკის მასწავლებელი, მეფუტკრე ქალი და სხვები – როგორ მოვიპოვოთ EU-ს დაფინანსება სოფლად

ხულოსა და ქედაში უკვე შეარჩიეს ფერმერები, რომლებიც ევროკავშირისგან გრანტს მიიღებენ. სოფლად მცხოვრები 27 ადამიანი ხულოში და ამდენივე ქედაში, სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდება. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა. ეს მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე, ტურიზმის ან სხვა ბიზნესის განვითარებას სოფლად. ევროკავშირი საქართველოში სოფლის გაძლიერებას 2013 წლიდან ცდილობს. ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD-ის …

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან ქედასა და ხულოში – პროექტების მისაღები ვადა იწურება

ხულოსა და ქედაში ევროკავშირი 2-2 მილიონ ევროს დახარჯავს 4 წლის განმავლობაში. პროექტების მიღება დაწყებულია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გამოხატავენ თუ არა ფერმერები ინტერესს გრანტის მისაღებად და მიაწოდეს თუ არა მათ სათანადო ინფორმაცია. ევროკავშირისგან გრანტის მისაღებად ხულოში 429 ადამიანს უკვე გამოუხატავს ინტერესი. აქედან მეორე ეტაპზე 180 პროექტი გადავიდა. მეორე ეტაპზე პროექტის ავტორებმა სრული პროექტები უნდა წარადგინონ 20 ნოემბრამდე. …

ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში

ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს, სექტორული მიმართულებები ჩამოყალიბდა, სულ გამოიყო შვიდი სექტორი  – ახალგაზრდები, განათლება, კულტურა – სპორტი, გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიური განვითარება, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება, ქალთა გაძლიერება და …

Exit mobile version