საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა და უკვე ცნობილია კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმების შესახებ. ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი – „რეი და ლიზი“, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი [დიდი ბრიტანეთი] საუკეთესო რეჟისურა – „ბედნიერი ლაზარო“, რეჟისორი ელის როუოჩერი [იტალია] საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ადრიანო ტარდიოლო, ფილმი „ბედნიერი ლაზარო“ საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმიტი, ფილმი „რეი და ლიზი“ …
Tag Archives: BIAFF 2018
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]
დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეა. ფესტივალი ხვალ, 23 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“, რეჟისორი: სვეტლანა სტაცენკო ეს არის უცნაური მეგობრობის ამბავი ტუველ შამანსა და ამერიკელ ფსიქოლოგს შორის, რომელიც ტუვაში ჩადის შამანური პრაქტიკის შესასწავლად. 14 საათზე: „სიცოცხლის კიდევ ერთი …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]”
რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები
20 სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF ) ფარგლებში გასამართი კინოჩვენება დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ევროპის მოედანზე მიმდინარე როკჯგუფ brainwashed-ის კონცერტი გახდა. სანამ კონცერტი არ დასრულდა, BIAFF -ის მენეჯმენტმა კინოჩვენების დაწყება ვერ შეძლო. კინოფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, შვიდი წელია, რაც კინოფესტივალმა დახურულ ჩვენებებს დაამატა ღია …
Continue reading “რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები”
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 21 სექტემბრის აფიშა
დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „დროის ხიდები“, რეჟისორი: ოდრიუს სტონისი „დროის ხიდები“ ლატვიელი რეჟისორების, ოდრიუს სტონისა და ქრისტინა ბრიდეს 2017 წელს გადაღებული ფილმია ბალტიისპირა ქვეყნების დოკუმენტური კინოს ისტორიის შესახებ. ფილმი წელს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე აჩვენეს. 14 საათზე: „წყნარი ქუჩა“, რეჟისორი: ალექსანდა მარკოვა; „მოკლე“, რეჟისორი: რუსლან აღაზადე; „სუპერპრიზი“, …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 21 სექტემბრის აფიშა”
„იდეალურად სწორი კინოს რეჟისორები მორწმუნეებს ემსგავსებიან“ – ვიტალი მასკის მასტერკლასი
19 სექტემბერს ბათუმში, საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ვიტალი მანსკის მასტერკლასი გაიმართა. ვიტალი მანსკი წელს ბათუმის კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარეა. მასტერკლასზე -„დოკუმენტური კინორეჟისურა“ -მან დოკუმენტური კინოს თავისებურებებსა და კინოდოკუმენტალისტიკის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მასტერკლასის ჩანაწერიდან. ვიტალი მანსკი, რეჟისორი: „წელიწადში რამდენიმე ათას ფილმს ვნახულობ, ძალიან ძნელია, ფილმებს შორის, რომლებიც წლიდან წლამდე მსოფლიოში გამოდის, საუკეთესოები …
ლარს ფონ ტრიერის და პაველ პავლიკოვსკის ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე
დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „ბათუმის ერთი დღე“, რეჟისორი: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელოვნებო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი. „ნიკო მარის კვალდაკვალ“ რეჟისორი: ვასო ჩავლეიშვილი. „დევნილობის ცხრა წელი“ რეჟისორი: თორნიკე კოპლატაძე ქართველი რეჟისორებისა და სტუდენტების ფილმები სექცია „ქართულ პანორამაში“ იქნება წარმოდგენილი. „ბათუმის ერთი დღე“ …
ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]
დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. 12 საათზე: „მამებისა და შვილების შესახებ“ [დოკუმენტური] რეჟისორი: ტალალ დერკი ტალალ დერკის 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი რადიკალი ისლამისტების ოჯახის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმმა 2018 წელს სხვადასხვა კინოფესტივალის 6 ჯილდო მოიპოვა. 14 საათზე: „ზღვარს მიღმა“ [დოკუმენტური] რეჟისორი: მარტა პრუსი პოლონელი რეჟისორის, მარტა პრუსის ფილმი 20 …
Continue reading “ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]”
რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს [18 სექტემბრის აფიშა]
დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: კინოთეატრი „აპოლო“ 12 საათზე: „მშიერი აჩრდილების კუნძული“ [დოკუმენტური] რეჟისორი: გაბრიელ ბრადი გერმანელი რეჟისორის, გაბრიელ ბრადის დოკუმენტური ფილმი ავსტრალიაში, შობის კუნძულზეა გადაღებული. წელს ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე მოიპოვა ჯილდო, მათ შორის ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ რეჟისორს სპეციალური პრიზი გადასცა „ახალი, რადიკალური ხედვისთვის დევნილების კრიზისზე“. 14 საათზე: „ალავერდობა“ [მხატვრული] რეჟისორი: გიორგი შენგელაია …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს [18 სექტემბრის აფიშა]”
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [17 სექტემბრის აფიშა]
დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: კინოთეატრი „აპოლო“ [checklist] 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. [/checklist] ირლანდიელი რეჟისორის მარკ კუსინსის ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი – „ოქროს თვალი“ მიიღო. [checklist] 14 საათზე: „ჯარა“. დოკუმენტური ფილმი. ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ. [/checklist] ფილმი გადაღებულია აჭარაში, მერისში, …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [17 სექტემბრის აფიშა]”
ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმი – “ჩემი ბებია”. დღეს კინოფესტივალმა ცნობილ ქართველ ოპერატორს, ლომერ ახვლედიანს გადასცა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ …
Continue reading “ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა”
ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება
16 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს გახსნის ქართული ფილმი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე არ აჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში. რეჟისორ კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი, „ჩემი ბებია“, 1929 წელსაა გადაღებული. „ჩემი ბებია“ სატირული კომედიაა. ფილმი საბჭოთა საქართველოში აიკრძალა, რადგან რეჟისორს ბრალი დასდეს ფორმალიზმსა და ანტისაბჭოთა განწყობაში. ფილმი 1976 წელს აღადგინეს. ფილმის მუსიკალურ აკომპანიმენტს გააკეთებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. 2017 …
Continue reading “ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება”
ფილმების ჩვენების განრიგი ბათუმის კინოფესტივალზე – რას ნახავთ „აპოლოში“
უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის კინოჩვენებების განრიგი. ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება ოფიციალურად, 17 სექტემბრიდან კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს ნახავთ: 17 სექტემბერი 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“, მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. 14 საათზე: „ჯარა“, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ. 15 საათზე: „მტვრით მოწამლულები“, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ. …
Continue reading “ფილმების ჩვენების განრიგი ბათუმის კინოფესტივალზე – რას ნახავთ „აპოლოში“”
ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წელს 20-ზე მეტი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები ფესტივალის სხვადასხვა სექციაში. მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ერთი ქართული ფილმია – თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“. ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა. ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. „ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია …
Continue reading “ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე”
ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე არასაკონკურსო სექცია „დიდოსტატთა კოლექცია“ ყოველ წელს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ სექციაში, ტრადიციულად, ცნობილი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს აჩვენებენ. კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. წელს „დიდოსტატთა კოლექციაში“ 7 ფილმი იქნება ნაჩვენები. [checklist] „ექსტაზი“ რეჟისორი: გასპარ ნოე [/checklist] ორიგინალში ფილმის სახელწოდებაა Climax-ი. მიმოხილვების თანახმად, ფილმი მოცეკვავეთა დასზე გვიამბობს. რეჟისორმა ფილმისთვის …
Continue reading “ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან”
ვინ არიან ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წევრები
უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სხვადასხვა სექციის ჟიურის წევრთა ვინაობა. კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური: [checklist] სერგეი რახლინი (აშშ) – ჟიურის თავმჯდომარე ბეკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი ოლეგ ნეგინი (რუსეთი) – სცენარისტი ალინ ტასჩიანი (თურქეთი) – კინოკრიტიკოსი ლევან თუთბერიძე (საქართველო) – რეჟისორი …
Continue reading “ვინ არიან ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წევრები”
ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში
ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …
Continue reading “ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში”
დოკუმენტური ფილმები, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ
საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წელს 8 ფილმს აჩვენებენ. ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ეს კი ის დოკუმენტური ფილმებია, რომელთა ნახვაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე შეგიძლიათ: [red_box]„სიცოცხლის კიდევ ერთი დღე“[/red_box] დამიან ნენოვისა და რაულ დე ლა ფუენტეს დოკუმენტური სურათი პოლონელი ომის რეპორტიორის, რიშარდ კაპუცკინსკის მოგზაურობაზეა ანგოლაში და 70-იანი წლების ომზე, …
Continue reading “დოკუმენტური ფილმები, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ”
10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ
უკვე ცნობილია ფილმები, რომლებსაც წელს, საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. წელს ამ სექციაში სულ ათი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთო ჯამში კი კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „ბათუმელები“ …