ენმ-ის წევრი პროტესტის ნიშნად 6 მაისის პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებას ითხოვდა

ბათუმში მდებარე 6 მაისის პარკს სახელი გადაერქვა და ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღეს, 15 თებერვალს, მიიღო, რაც  სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარკს “6 მაისი”  თავის დროზე 2004 წლის მოვლენების აღსანიშნავად ეწოდა – 2004 წლის 6 მაისს ე.წ. აჭარის რევოლუციის შემდეგ, ბათუმი ყოფილმა მმართველმა, ასლან აბაშიძემ დატოვა. პარკის სახელის გადარქმევას საკრებულოში …

ბათუმში 6 მაისის პარკს სახელს შეუცვლიან

ექვსი მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევაზე ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიაში უკვე იმსჯელეს და საკითხის განხილვას ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზეც გეგმავენ. სხდომაზე იმსჯელებენ ასევე პარკის მისამართის განსაზღვრაზე. „6 მაისის პარკისთვის“ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების ინიციატივით საკრებულოს განათლების კომისიას გასულ წელს ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ მიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. „6 მაისის …

ნურიგელის ტბაში ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის 1,5 ტონა ლიფსიტებს გაუშვებენ

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში [„ნურიგელის ტბა“] გათევზიანებისთვის ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის ლიფსიტების შესაძენად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლიფსიტების შეძენასა და ტბაში გაშვებაზე შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ტბაში უნდა გაუშვან: [checklist] ჭრელი სქელშუბლა (Hypophthalmichtys molitrix) – თითოეული არანაკლებ 300 გრამი – 600 კილოგრამი; თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) …

6 მაისის პარკში მაგნოლია წაიქცა

ბათუმში, 6 მაისის პარკში, მაგნოლიის ხე წაიქცა, რის შედეგადაც  5 ახალდარგული ევკალიპტის ხე დაზიანდა.  მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული მაგნოლიის ხე მრავალწლოვანია. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაზიანებულ ევკალიპტის ხეებს მერიის გამწვანების სამსახური აღადგენს. „მაგნოლიის აღდგენა კი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება,“ – თქვეს მერიაში.

ბათუმში პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, 6 მაისის პარკში, პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება. „ჩვენ ვკრავთ წრეს“ –  დაარქვა ფესტივალს ორგანიზატორების ჯგუფმა, რომლებიც ფესტივალს პირველად აწყობენ. ისინი ტურისტებს და ადგილობრივებს 19 და 20 აგვისტოს ელიან. „ჩვენი მიზანია რეგიონში არსებული სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაცია გართობასთან ერთად,“ – ამბობს მაია ანანიძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შპს „წრე“, რომელიც ამ ფესტივალს ამზადებს, სამომავლოდ სხვა ფესტივალების ორგანიზებასაც აპირებს. პიკნიკ-ფესტივალი …

6 მაისის პარკში ზოოპარკის დათვალიერება და ატრაქციონები დღეს უფასო იქნება

ბათუმის მერიის განცხადებით, დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ზოოპარკის დათვალიერებას მსურველები უფასოდ შეძლებენ. ასევე უფასო იქნება 6 მაისის პარკში განთავსებული ატრაქციონებით სარგებლობაც. მერიის ინფორმაციით, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები პირველ ივნისს, 13:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს ბათუმში, 6 მაისის  პარკში, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება. პირველ ინვისს, ბავშვთა …

6 მაისის პარკში 110 ახალი სანაგვე ურნა დამონტაჟდება

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკისთვის სანაგვე ურნებს შეისყიდის. ურნების შეძენა-მონტაჟში კი მაქსიმუმ 46 800 ლარს გადაიხდის. სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა 110 სანაგვე ურნის მიწოდება-მონტაჟი უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე. ურნების საგარანტიო ვადაა არანაკლებ 1 წელი. სახელშეკრულებო პირობების თანახმად საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი …

„მინიბიბლიოთეკის ყუთი“ ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდა. მსურველებს შეუძლიათ სასურველი წიგნების თხოვება, ადგილზე წაკითხვა ან თან წაღება და შემდგომ დაბრუნება. ასევე შესაძლებელია საკუთარი წიგნების დატოვება. ყუთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი – საქართველოსთან“ დახმარებით, გამომცემლობამ „რადარამი“ დადგა და საკუთარი წიგნებით შეავსო.

მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან

ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.

დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს

ტერიტორია, 6 მაისის პარკთან, სადაც პატარა ბუნებრივი ტბაა, დღეს ბათუმის დელფინარიუმის საკუთრებაშია. შესაბამისად, ამ ტბაზე [რომელიც ერთი შეხედვით დაბინძურებული ჩანს] ზრუნვა, დელფინარიუმის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ბათუმის დელფინარიუმის დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტბა, ნურიგელის ტბასთან ზიარჭურჭელის პრინციპითაა დაკავშირებული, ის პრობლემა რაც ნურიგელის ტბას აქვს, აქ არ შეინიშნება: „ეს ტბა გაცილებით პატარაა, მოსავლელადაც ადვილია და პერიოდულად ვწმენდთ“. …

6 მაისის პარკში სკამების დამონტაჟება ორ-სამ დღეში დასრულდება

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ 6 მაისის პარკში სკამების დამონტაჟება 2-3 დღეში დასრულდება. სააგენტოს ინფორმაციით ძველი სკამები გარემონტების მიზნით აიღეს, გარემონტებული სკამების დამონტაჟება კი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პარკში სულ 163 სკამი განთავსდება.

შესაძლოა, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდეს

გამომცემლობა „რადარამი“ ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთის“ დადგმას გეგმავს. როგორც „ბათუმელებს“ გამომცემლობის დისტრიბუციის კოორდინატორმა, დათო სიხარულიძემ უთხრა, პარკის ადმინისტრაციასთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიარეს და მალე ოფიციალურადაც მიმართავენ. „ეს იქნება „მინიბიბლიოთეკის ყუთი“, სადაც ჩვენი და სხვა გამომცემლობის წიგნები განთავსდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მივიდეს და აიღოს სასურველი წიგნი, წაიკითხოს და დააბრუნოს, ან სახლში წაიღოს და სხვა წიგნი დატოვოს …

ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა. 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს …

პირველი ივნისი 6 მაისის პარკში [ფოტო]

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 6 მაისის პარკში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები ბათუმის მერიის მიერაა ორგანიზებული. ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

22 ათასი ლარი კოლონადების შესაღებად

ბათუმში, 6 მაისის პარკის კოლონადების შეღებვაში ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო მაქსიმუმ 22 100 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა სამუშაო – კოლონადების ზედაპირიდან ამორტიზებული საღებავის ფენის მოცილება, ზედაპირის დამუშავება და მაღალი ხარისხის წყალმედეგი საღებავით შეღებვა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს. გამარჯვებული …

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. …

Exit mobile version