ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვანი ტიტას ხე გადასატანად თითქმის გამზადებულია. ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. კომპანიაში, რომელიც ხეს გადასატანად ამზადებს, გვითხრეს, რომ ტვირთის წონა მთლიანობაში 1000-მდე ტონა იქნება. ტიტას ხის გადატანა სამ-ოთხ დღეში დაიწყება და მას ჩაქვიდან შეკვეთილში ზღვით წაიღებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 …
Tag Archives: ხეების გადატანა ციხისძირიდან
ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის
აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც. …
„პატარაძეს მიესჯება მილიონი ხის დარგვა“ – პერფორმანსი ხეების ჭრის წინააღმდეგ [ვიდეო]
დღეს, 15 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ის წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობის სახლის წინ ბენზოხერხებით და იმ ადგილზე გადაღებული ფოტოებით მივიდნენ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ხეები გადააქვს. მათი განცხადებით, ხეების გადატანის გამო გაჩეხილია 800-მდე მწვანე ნარგავი, დაზიანებულია გარემო, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. „ამ ბენზოხერხების ხმა ისმის დღეს ქობულეთში, ჩაქვში, ციხისძირში, ბათუმში და ყველგან, მაგრამ …
ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და ამავე პარტიის აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს. ენმ-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციამ ჩაქვში დააკავა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადააქვთ. „მარტო ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი იყვნენ ჩასული, ჩვენ, აქტივი იქ არ ვიყავით. ისინი ხეების გადამზიდავებს სთხოვდნენ ხეების გადატანის ნებართვას, რის …
Continue reading “ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს”
ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში
„ამ ხეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გამოთხრილი აქვს ძირი. თუ ნიადაგი არ გამაგრდა, განვითარდება ეროზიული პროცესები, ჩამორეცხვები, ხეც უვარგისი გახდება და გახმება. თუ ხის გადარჩენაა გადაწყვეტილი, საყრდენი კედელი უნდა გაკეთდეს. აქ დარღვეულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს დამცავი ნაგებობა, გამაგრდეს მთლიანად ფერდი, რათა მასზე მდებარე სხვა ხეებიც გადარჩეს“, – ამბობს გეოლოგი ტარიელ ტუსკია …
„ნაციონალური მოძრაობის“ პერფორმანსი ციხისძირში
დღეს, 12 მაისს, ციხისძირში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პერფორმანსს გამართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, რეზო ხარაზის თქმით, აქცია-პერფორმანსი ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის დაპირებებს. „ჩვენ გამოვფენთ ბანერებს, სადაც აღბეჭდილი იქნება ბიძინა ივანიშვილის დაპირებული ასი ქარხანა და ის სოციალური პრობლემები იქნება ასახული, რომელიც არსებობს რეგიონში. კონკრეტულად ციხისძირში იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს არის სიმბოლური ადგილი, სადაც ივანიშვილს შევახსენებთ, …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ პერფორმანსი ციხისძირში”
„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ
დღეს, 8 აპრილს, მახინჯაურში, იქ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ახალი პარკის განაშენიანებისთვის ხეები გადააქვს, „პარტიზანი მებაღეები“ და „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის წევრები ხეების გადატანის შეჩერებას ითხოვენ. „მახინჯაურიდანაც დაწყებულია ხეების გადატანა და გადათხრილია ადგილები, ციხისძირშიც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გარემო, საიდანაც ხეები ამოიღეს, ამიტომ სახელმწიფოს …
Continue reading “„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ”
ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან
დღეს, 24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში, ციხისძირში, ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ციხისძირში ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით ხე მოჭრეს, რასაც არ ადასტურებს ქობულეთის „გამწვანების“ ხელმძღვანელი, ვახო ნემსაძე. მისი თქმით, „გაწვანების“ სამსახური სანიტარულ ჭრას ახორციელებს ავტოტრანსპორტის თხოვნით, რაც გზის გასწვრივ ხეების ტოტების მოჭრას ითვალისწინებს. „ბობოყვათის რეზიდენციასთან ხეები არ იჭრება, …
ასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი ციხისძირის მონაკვეთში დროებით იყო გადაკეტილი. თუმცა, როგორც სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გზის გადაკეტვა არა ხის გადატანას, არამედ გზების დაგებას უკავშირდებოდა. „დიდი მანქანებისთვის იყო ჩაკეტილი გზა, რადგან ასფალტს ვაგებდით ღამით. გამთენიისას კი გზა გავხსენით. ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კილომეტრი და 250 …
Continue reading “ასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა”
ასწლოვანი ხის მოგზაურობა – 100 მეტრი დარგვამდე [ფოტო, ვიდეო]
„ციხისძირიდან შეკვეთილში ხის გადატანის პროცესი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს და შესაძლოა ერთ დღეში ხის დარგვაც დავიწყოთ“ – აცხადებს კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელი ირაკლი შანავა, ინჟინერი. „ტიტას გზით“ ციხისძირიდან შეკვეთილში კიდევ ორ ძირ ხეს – ჭაობის კიპარისს გადმოიტანენ.
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]
ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც ციხისძირში ამოთხარეს, ამ დროისთვის შეკვეთილის სანაპიროსთანაა. მიმდინარეობს ტერიტორიის მომზადება ხის სანაპიროზე გადასატანად. ციხისძირიდან ტიტას ხე 23 მარტს წაიღეს. შეკვეთილში გადასატანად ციხისძირში კიდევ ორ ხეს ამზადებენ.
ციხისძირიდან ჭაობის კიპარისებსაც ზღვით გადაიტანენ
ციხისძირის სანაპიროდან ზღვით გადატანილი ტიტას ხე ამჟამად შეკვეთილის [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი] სანაპიროსთანაა მიტანილი და მიმდინარეობს მისი ხმელეთზე გადატანის სამუშაოები. ხე შეკვეთილში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, ბაღში დაირგვება, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. სამი ხის გადასატანად ციხისძირში საგანგებოდ ააგეს დროებითი ნავმისადგომი. სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ 6200 ლარად გადასცა საკუთრებაში ერთი ტიტას ხე …
Continue reading “ციხისძირიდან ჭაობის კიპარისებსაც ზღვით გადაიტანენ”
ციხისძირიდან ხეს დღეს გადაიტანენ [ფოტო]
კომპანია „ზიმო“ – ს წარმომადგენლის ირაკლი შანავას განცხადებით, ერთ ძირ ხეს ციხისძირის სანაპიროდან დღეს გადაიტანენ შეკვეთილში [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]. ხეს ბარჟათი [სპეციალური მცურავი საშუალებით] გადაიტანენ. ამავე თემაზე: ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო] სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად ივანიშვილის პარკში გადასატანი …
ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა
ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის განახლების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ადგლიზე მყოფ მოქალაქეს „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა, მისი თქმით დღეს მხოლოდ ერთი ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით სპეციალური ბარჟა უკვე ციხისძირის სანაპიროსთან დგას, რომლითაც ხეს დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ. სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს.
ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]
ციხისძირში, პლაჟზე, ხეების გადატანის მიზნით დროებითი ნავმისადგომი კეთდება. ამ ადგილიდან სამი ძირი ხე ზღვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ხეების გადატანა, უცნობია. ამ ეტაპზე გადასატანად ერთ ხეს ამზადებენ.
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირის საპროტესტო აქციას ვეღარ დაესწრებიან
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა. „სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის …
ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ …
Continue reading “ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა”
პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ
დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. …
Continue reading “პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ”