„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა. …
Tag Archives: ციანიდის საქმე
დეკანოზ მამალაძის ძმა: ჩემსა და მამაოს მეუღლეებს თურქეთში გადასვლის უფლება არ მისცეს
„სახელმწიფო უკვე ზღვარგადასული მეთოდებით ებრძვის ჩემს ოჯახს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. მისი თქმით, დღეს, 11 სექტემბერს, მესაზღვრეებმა სარფის გამსვლელ პუნქტზე მისი ოჯახის წევრებს თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. „დღეს მამაოს მეუღლე და ჩემი მეუღლე სარფში თურქეთის მხარეს გადადიოდნენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სასკოლოდ რაღაცები ეყიდათ იაფად. გაურკვეველი მიზეზით ქართველმა მესაზღვრეებმა …
„ეპისკოპოსმა მითხრა, რომ მომკლავენ“ – დეკანოზ მამალაძის ძმა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა – თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავენ. „ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელმაც დამემუქრა …
Continue reading “„ეპისკოპოსმა მითხრა, რომ მომკლავენ“ – დეკანოზ მამალაძის ძმა”
EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს
დეკანოზი გიორგი მამალაძე მისთვის შეფარდებული სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა. ეს ორგანიზაცია დეკანოზის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პენიტენციურ დეპარტამენტს, დაიცვას დეკანოზის ჯანმრთელობის უფლება. EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს, მოინახულეს. მათი შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა …
Continue reading “EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს”
რა მოხდება, თუ დეკანოზი მამალაძე ვა-ბანკზე წავა და „გუდას თავს მოხსნის“ – თეოლოგის შეფასება
დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მოხვედრამ და შემდეგ მისმა ზიარებამ სასულიერო იერარქების საჯარო გამოსვლები გააქტიურა. ისინი ღიად საუბრობენ ციხიდან დეკანოზის მუქარაზე და მის მიერ გამოგზავნილ „მამხილებელ წერილეებზე“. ეპისკოპოსები არ ამბობენ, კონკრეტულად რის მხილებით ემუქრება გიორგი მამალაძე საპატრიარქოს, თუმცა ამ ფრაზებით აღწერენ ციხიდან მიღებულ წერილს: „საეკლესიო ბედუკაძეობა“, „მკვლელობაზე უფრო დიდი დანაშაული,“ „მორალურ-ზნეობრივი ხასიათის დანაშაული,“ „ყურში არ შეიშვება“, …
დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (მცირე ინსულტი), N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. “მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო …
Continue reading “დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს”
ეპარქიის პრესსპიკერი: მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არ არის
„დიდი მადლობა, რომ მიყვირიხართ“, – თქვა მამა იოანემ, როცა მას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა კითხვებზე პასუხი აგრესიული ფორმით მოსთხოვეს. „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?“ – ჰკითხა სასულიერო პირს დეკანოზის ძმამ. „თქვენ მე არ მაძლევთ საუბრის საშუალებას,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს სასულიერო პირმა. „თქვენ მატყუარა ხართ,“ – უთხრეს ეპარქიის პრესსპიკერს, მამა იოანეს …
მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი
პროკურატურის მიმართ უნდობლობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღიად დააფიქსირა. კითხვების დასმამდე მიტროპოლიტმა მთავარი აქცენტი მეუფე პეტრეზე გააკეთა. დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიტროპოლიტი დიმიტრი განაჩენს პრესკონფერენციით გამოეხმაურა. „ჩვენი ნდობა მათ მიმართ ვერ ვიტყვი, რომ გამართლდა. ძალიან ბევრი გაუგებრობა, შეუთავსებლობაა ამ საქმეში, აბურდულ-დაბურდულია ბევრი საკითხი, პასუხი …
Continue reading “მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი”
მეუფე დიმიტრი: კითხვები თუ მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი უცოდველია
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, ცოტა ხნის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენთან დაკავშრებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ იგი დეკანოზ მამალაძეს გარკვეულწილად დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს. „მე რომ კითხვები მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი მამალაძე უცოდველია, ამას ვერ ვიტყვი… მე ვერ უარვყოფ, რომ დეკანოზი მამალაძე ეძებდა ციანიდს და იქ ჩანს …
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და …
მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა. ეპარქიის პრესსპიკერის იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მიტროპოლიტი პროკურატურამ რამდენი დღის წინ დაკითხა. „დღე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იყო ეს. მეუფეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ დეტალებში ჩვენ ჩახედული არ ვართ. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, მანამდე დეტალები არ გვეცოდინება,“ – …
Continue reading “მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა”
გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში
ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება. „დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში …
Continue reading “გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში”
რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა. კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, …
მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა
დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბათუმში ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსული დეკანოზის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. “ეს არის ჩემი პირადული, აღსარების მსგავსი. ეს არის ჩემი ოჯახის საქმე”. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ასევე იმის შესახებ განაცხადა, რომ მისი ოჯახის …
Continue reading “მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა”