საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ. „დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ. ამ დრომდე, ტირში ან …
Tag Archives: ცეცხლსასროლი იარაღი
პოლიციამ ბათუმსა და ადიგენში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დროს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო …
Continue reading “პოლიციამ ბათუმსა და ადიგენში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო”
ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს
პოლიციის ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. „დაკავებულია 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი …
Continue reading “ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს”
კლინიკიდან გაწერეს ქობულეთში სამაშველოს უფროსის ძმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან. „…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი …
პისტოლეტი, მჭიდი და გადაჭრილი თოფი პოლიციამ ოზურგეთში ამოიღო
ცეცხლსასროლი პისტროლეტი, მჭიდი და ერთლულიანი გადაჭრილი თოფი პოლიელებემა ოზურგეთში ამოიღეს. უკანონო იარაღი სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და აბვტომანქანის ჩხრეკის დროს იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროპ ავრცელებს. ბრალდებული 24 წლისაა და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების მუხლით.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ასევე, შენახვისა და ტარების გამო პოლიციელებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული ნ.მ დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ GOLD STAR -2002” – ის მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით …
Continue reading “ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს”
პოლიციამ ბათუმში 30 წლის ქალი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უწყების ცნობით ბრალდებული არის 31 წლის ხ.თ, რომელიც ბათუმში პლაზასთან დააკავეს. უწყების ცნობით, „სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “პარაბელიუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ბრალის …
Continue reading “პოლიციამ ბათუმში 30 წლის ქალი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე დააკავა”
პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო, დაკავებულია 2 პირი
შს სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მ.დ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ პოლიციამ, მ.დ.-ს პირადი და მისი მართვის არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო; რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია რევოლვერის სისტემის პისტოლეტი და 17 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება …
Continue reading “პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო, დაკავებულია 2 პირი”
ბათუმში ავტომობილი დაცხრილეს, დაჭრილია ერთი ადამიანი
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. დაჭრილია 30 წლამდე კაცი, რომელიც გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. პირველი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მეორე მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას და გამოყენებას. შსს ცნობით, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის და …
Continue reading “ბათუმში ავტომობილი დაცხრილეს, დაჭრილია ერთი ადამიანი”
„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში
„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან …
ხუთწლიანი პატიმრობა თურქ ქალს – „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე“
მოსამართლე ლევან გელოვანმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფემბე ოზლემ ოლგუნს „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“. „ჩემ წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. მაგალითად, ბინის ჩხრეკა დაიწყო 13:45 საათზე, პოლიციელმა კი პროცესზე თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იმ დღეს, 14:30 საათზე მიიღეს. გთხოვთ, ნუ დამაკარგვინებთ სამართლის მიმართ ნდობას,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა საბოლოო სიტყვაში. „ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ …
Continue reading “ხუთწლიანი პატიმრობა თურქ ქალს – „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე“”
ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა საქართველოს საზღვრებზე
საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და „წითელი ხიდი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისას, 100 აბი ნარკოტიკული, 145 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, 5,87 გრამი მარიხუანა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი …
სამსახურიდან გაუშვეს პოლიციელები, რომლებმაც სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლი გაჩხრიკეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურიდან გაუშვეს ის პოლიციელები, რომლებმაც გასულ წელს ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან იოსელიანი. ჩვენივე ინფორმაციით, გათავისუფლებული პოლიციელებიდან რამდენიმემ ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილეობდა, „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, როგორც გათავისუფლების მიზეზებზე, ასევე იმაზე, ნამდვილად მიმართა თუ …
როგორ გაავრცელა შსს-მ ვიდეო, რომელიც „არავის გადაუღია“ – კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე
„იქ სულ 5 ადამიანი ვიყავით… დასრულებამდე ვესწრებოდი ჩხრეკას. იქ ვიდეო არავის გადაუღია,” – თქვა სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა, კახა დანელიამ. ეს მეორე მოწმეა “კასრიდან იარაღის ამოღების საქმეში” სამართალდამცავი ორგანოდან, ვინც თქვა, რომ ვიდეოკადრები იარაღის ამოღების დროს არავის გადაუღია. იარაღის ამოღების ვიდეოკადრები შსს-მ ფემბე ოლუნის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მოსამართლე ლევან გელოვანი …
სარფში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს
28 თებერვალს „სარფი“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის სკ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 19 ვაზნით აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
გამომძიებელი კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმეზე: არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო
შეკითხვა, რომელიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დღეს უპასუხოდ დატოვეს, ვიდეოკადრებს შეეხებოდა. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილ საბრძოლო მასალის საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, თურქეთის მოქალაქე ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. ფემბე ოლუნი სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ …
Continue reading “გამომძიებელი კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმეზე: არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო”
შსს: ბათუმში დაკავებულის ბინიდან თოფი, ვაზნები და ხელყუმბარა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია,“ – აცხადებს შსს. გამოძიება …
Continue reading “შსს: ბათუმში დაკავებულის ბინიდან თოფი, ვაზნები და ხელყუმბარა ამოიღეს”
როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე
„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო …
Continue reading “როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე”