როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს, ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნოდარ ბერიძე. მან დღეს, 23 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე სკვერში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა. ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ნაგავსაყარი საფრთხეს არ შეუქმნის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას. „სოფლის მოსახლეობა, ვინც 500 მეტრის რადიუსში …

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა. აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. …

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ბათუმში, უახლოეს დღეებში გაიმართება. ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. დოკუმენტების მიხედვით, …

საიდან მოდის სუნი, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ

ბათუმში, განსაკუთრებით ადლიისა და ანგისის დასახლებაში, პერიოდულად აწუხებთ მძაფრი სუნი. ზაფხულში ამ პრობლემაზე ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებლებიც საუბრობდნენ. მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ სუნი საკანალიზაციო სისტემებზე მიერთებული გამწმენდი ნაგებობებიდან მოდიოდა. თუმცა, ბათუმის მერის ინფორმაციით, სინამდვილეში ეს სუნი არა გამწმენდი ნაგებობიდან, არამედ გონიოს ნაგავსაყრელად ქცეული პოლიგონიდან მოდის. „ჩვენ ჩავატარეთ ინსპექტირება და იქ, ძირითადად, არის ნაგავსაყრელის სუნი. ვფიქრობთ, რომ ნაგავსაყრელის …

5 მილიონის მითვისების საქმეზე ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დააკავებული. „გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა …

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ. ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 …

ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია. ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედება ბრალად. საუბარია ნაგავსაყრის პროექტზე, რომელიც ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

Exit mobile version