ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14 დღით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული …
Tag Archives: ცენზურა
“დასასრულის დასასრული: როგორ კვდება თავისუფალი კულტურა საქართველოში“ – ნინო კასრაძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე
„როგორ საქართველოს ვხედავ? ჩვენ ხელოვანი ხალხი ვხედავთ საქართველოს, და თქვენც უნდა ხედავდეთ ამას, მხოლოდ კულტურასთან ერთად. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი. ახლა უმრავლესობა იტყვით ეს ისედაც ასეა… არა, ეს ისედაც ასე არ არის. დღეს რაც ხდება, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი მიზეზით და დაწერა თავის გვერდზე, რომ …
„პოლიტიკის და ხელოვნების გამიჯვნა შეუძლებელია. „ოცნება“ ცენზურას უკვე აღარ მალავს “- ინტერვიუ
„ძალიან სავალალოა, როდესაც უკვე აღარ მალავს „ოცნება“ ცენზურას. მათ აღარ სჭირდებათ არანაირი კამუფლაჟი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ასე თუ ისე დემოკრატიული თამაშის წესებს მიჰყვებიან“- ამბობს კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეო ხატიაშვილი, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის მიერ სპექტაკლის გაუქმებაზე. „რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- ეწერა თეატრის განცხადებაში. როგორია პოლიტიკისგან გამიჯნული თეატრი? …
ცენზურა ბათუმის დრამატულ თეატრში – პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლი მოხსნეს
ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ DARK WEB-ის პრემიერა გააუქმა, რომელიც 7-8 თებერვალს უნდა გამართულიყო. პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს, ღამით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სპექტაკლის გაუქმების მიზეზად სპექტაკლის რეჟისორის „პოლიტიკური აქტი“ დაასახელა. „თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- წერია ოფიციალურ განცხადებაში. …
Continue reading “ცენზურა ბათუმის დრამატულ თეატრში – პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლი მოხსნეს”
„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე
„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. 2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად …
Continue reading “„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე”
შეაჩერეს ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა? – გამომცემლობის განმარტება
მომხმარებელი ფეისბუქში წერს, რომ ცენზურის კანონის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო, წიგნის მაღაზიათა ქსელიდან თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის წიგნები ამოიღეს. სულაკაურის გამომცემლობა კი მურაკამის წიგნების გაყიდვის შეჩერებას ცენზურის კანონს არ უკავშირებს. „მურაკამი მოვიკითხე ბიბლუსში და რეგულაციების გამო ამოგვაღებინეს გაყიდვიდანო. გამაღვიძეთ ვინმემ“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში. „ბათუმელები“ წიგნის მაღაზიათა ქსელ …
Continue reading “შეაჩერეს ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა? – გამომცემლობის განმარტება”