ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …

29 მლნ ლარის ტენდერი „ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს – ოპოზიცია

დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა და ბაჩი მექვაბიშვილმა განცხადება გააკეთეს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ბათუმის გარეგანათებისთვის გამოცხადებული 29-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს. „განათების სისტემებზე გუშინ დასრულდა ტენდერი, რომელიც უკონკურენტოდ მოიგო შპს „აჭარგანათებამ“.  ჩვენ  24 იანვარს გავუგზავნეთ ქალაქის მერს წერილი და ვითხოვდით ტენდერთან …

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, …

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შპს „აჭარგანათების“ ტენდერების შესახებ აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად აუდიტის სამსახურის შენიშვნებისა, შპს „აჭარგანათებასთან“ ბათუმის მერია სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს. „გამჭვირვალობის“ ცნობით, „აჭარგანათება“ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, რომელსაც მისი ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე მართავს, ხოლო ირაკლი თოფურიძის დედა, …

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი …

Exit mobile version