რატომ არ არის შაკიკი უბრალო თავის ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო თავის ტკივილი. ამ ნევროლოგიურ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ქმედუნარიანობის შემზღუდველი პულსირებადი ტკივილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა, შაკიკი საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ელგა ჩხენკელი „ბათუმელებთან“ საუბრობს შაკიკის ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომატიკასა და ტკივილის განვითარების მექანიზმზე, თუმცა ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი – თუ რატომ ჩნდება შაკიკი, დღემდე არ …

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს ბოტოქსით – ექიმის რჩევები

ქრონიკული შაკიკი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობაა. პათოლოგია ხასიათდება თავის ტკივილის მწვავე, ეპიზოდური, პერიოდული, პულსირებადი პაროქსიზმული შეტევებით, რაც ასოცირებულია ღებინებასთან, ფონო და ფოტოფობიასთან [ხმისა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა], ძილის ძლიერ მოთხოვნილებასთან. შაკიკი იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და დასახელებულია უუნარობის მეორე წამყვან მიზეზად მსოფლიოში. ტიპური შაკიკის შეტევები გრძელდება 4-72 საათის განმავლობაში. შაკიკის მკურნალობა ძირითადად მოიცავს არაფარმაკოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ …

შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ. კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში. შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით …

3 უფასო აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგში დაგეხმარებათ

Google-სა და Apple-ს აპლიკაციების ბაზებში დაახლოებით 100 000 სამედიცინო დანიშნულების აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა მზარდია. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური ნამდვილად არ არის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური აპლიკაციის მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ: • Migraine Buddy – შაკიკის ეპიზოდების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ შაკიკის სწრაფად დიაგნოსტირებაში და თქვენი დიაგნოზის უკეთ გაგებაში, …

როგორ ვმართოთ შაკიკი, თავის ქრონიკული ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი, რომელიც მძიმე, ინტენსიური თავის ტკივილით ხასიათდება, ჯანმოს ცნობით, შრომისუნარიანობის დაკარგვის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. რიგ შემთხვევებში ეს დაავადება საზოგადოების მიერ სათანადოდ სერიოზულად არ აღიქმება, რადგან შაკიკი ძირითადად ეპიზოდურია, არ იწვევს სიკვდილს და არ არის გადამდები. ჯანმოს ცნობით, განვითარებულ ქვეყნებში კონსულტაციების დაბალი მაჩვენებლები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბევრმა პაციენტმა არ იცის ამ დაავადების ეფექტური მკურნალობის …

შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი

 

შაკიკი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ათ პროცენტს აწუხებს, სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადებას თან ახლავს წინასწარი სიმპტომები, რომლის ამოცნობითაც შესაძლოა შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან. შეტევამდელ სიმპტომებს  აურა ჰქვია, თუმცა დაავადება შესაძლოა აურის გარეშეც მიმდინარეობდეს. „შესაძლოა პაციენტი ნახევარი საათით ადრე ნათელ წერტილებს ან/და ხაზებს ხედავდეს. ასეთ დროს პაციენტი ტკივილის დაწყებამდე იღებს ექიმის მიერ დანიშნულ მითითებებს და მედიკამენტს. ამით შეიძლება შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან“, – ამბობს ნევროლოგი ირმა ხვიჩია.

Exit mobile version