ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს …
Tag Archives: ღორჯომი
ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის მშენებლობა ტურისტული პროდუქტების სააგენტომ 2022 წელს დაგეგმა. ჯერ პროექტი შეისყიდეს, შემდეგ კი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადეს. შეარჩიეს გამარჯვებული კომპანიაც, თუმცა უშედეგოდ. 700 000 ლარის ღირებულების პროექტი იმის გამო ჩაიშალა, რომ სააგენტოს მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ჰქონდა დაგეგმილი, მისი გამოსყიდვა კი საჭირო დროს ვერ შეძლო. …
Continue reading “ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი”
ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ბილიკები, ამფითეატრი და ღია მანეჟები მოეწყობა
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს. ღორჯომის ხეობაში დაგეგმილია ამფითეატრის, ღია მანეჟის, თავლისა და საცხენოსნო ბილიკების მოწყობა, ასევე ადმინისტრაციული შენობის აშენება. პროექტს სააგენტო მაქსიმუმ 55 ათას ლარად ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა. „შერჩეული უნდა იქნეს სამი სავარაუდო ლოკაცია და შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე დასაპროექტებელი არეალი უნდა …
Continue reading “ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ბილიკები, ამფითეატრი და ღია მანეჟები მოეწყობა “
ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში
ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმიდან ღორჯომამდე ჩასვლას კი ორი, ორსაათ-ნახევარი სჭირდება დაახლოებით. ღორჯომში ჩასვლამდე, ხულოს სხვადასხვა სოფელში გავლისას გზაზეც გრძნობ შუა შემოდგომას. ეზოებში არყის სახდელ ქვაბებთან კაცები სხედან პატარა, ხის სკამებზე, კვამლის სუნს ხილის სურნელი ერევა. ქალები თოკზე ტყლაპებს ფენენ გასაშრობად. ფოტოს გადასაღებად თუ ჩერდები, ხელს გიქნევენ, შუბლს იჩრდილავენ და გეკითხებიან – …
Continue reading “ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში”
ღორჯომი ზამთრისთვის ემზადება [ფოტო]
ღორჯომი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარის მაღალმთიანეთში ხისგან ნაშენი ძველი სახლებით, უძველესი ტრადიციებით, ადგილობრივი კერძებით და შთამბეჭდავი პეიზაჟებით წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთრობით ღორჯომში ბარიდან ასვლა დიდთოვლობის გამო რთულია. აქ მცხოვრები ადამიანები მესაქონლეობით, მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს. შემოდგომა ღორჯომელებისთვის ჭირნახულის დაბინავებისა და გრძელი ზამთრისთვის მზადების დროა. ღორჯომის ხედი ბახმაროსკენ …
5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში
პანდემიამ შეაფერხა თითქმის ყველაფერი მსოფლიოში: ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, კაფე-ბარებში ფინჯანი ყავის თავისუფლად მირთმევის შესაძლებლობაც კი და ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე ჩვეულებრივი მოცემულობა გვეგონა, დღეს კი ძალიან დავაფასეთ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია რა შეიძლება აკეთო პანდემიაში, როცა ცხოვრების აქტიური წესი, ხშირი მიმოსვლა და ადამიანებთან ახლო კონტაქტი საშიშიც კი გახდა და ცუდ …
Continue reading “5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში”
ღორჯომში სახლი დაიწვა
ხანძარი იყო დღეს, 6 თებერვალს, ხულოში, სოფელ ღორჯომში. დაიწვა ირემაძეების სახცოვრებელი ხის სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია და ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.