ჯანმო: COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს მორიგ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1. “როგორც აქამდე ვთქვით, ეს ახალი ვირუსია და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც პირველია. ჩვენ ყველა უწყვეტად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც უახლეს ხელმისაწვდომ ცნობებს ეფუძნება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია ვირუსზე, რაც ვიცით და ვიმოქმედოთ მხოლოდ ამის შესაბამისად. …

დავით სერგეენკო: „ტამიფლუ“ ყველასთვის უფასო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, არის თუ არა ის რისკის ჯგუფში, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. „ბოლო დღეებში  ნათელი გახდა, რომ  მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც [მათთვისაც, ვინც არ არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რისკჯგუფებში] ამ მედიკამენტის შეძენა გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სხვა სახის …

H1N1 – ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ხუთამდე გაიზარდა

11 იანვარს, ბათუმში, H1N1 – ვირუსით კიდევ ერთი პირი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია. ეს, გრიპის მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა აჭარაში. ღორის გრიპით მიმდინარე წლის 3 იანვრისთვის აჭარაში ოთხი პირი იყო გარდაცვლილი. ამ დროისთვის ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსით სულ 15 პირია გარდაცვლილი. საქართველოს …

გრიპის ვირუსის გამო ბსუ სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე აჩერებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე შეაჩერებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო. რაც შეეხება ბათუმის საზღვაო აკადემიას, ამ დროისთვის აკადემიაშიც საგამოცდო პერიოდია. რექტორის მოადგილის ირაკლი კაცაძის ინფორმაციით, აკადემიაში ჯერჯერობით მუშაობა არ შეუჩერებიათ: „ისედაც არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და ინტენსიური შეხვედრები არ  გვაქვს. მხოლოდ …

გრიპის მაჩვენებელი აჭარაში 2019 წლის პირველი კვირის მდგომარეობით

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი კვირის მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 391-ს შეადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლების გრიპის ვირუსის გავრცელების სეზონთან მიმართებაში ბევრად ნაკლებია. საზოგადოებრივი ცენტრის მონაცემები  წინა წლების მონაცემებთან შედარებით ასე გამოიყურება: ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ეპიდემიის ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებენ

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 09:00 საათიდან – 20:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მუშაობის ახალ გრაფიკს კვირის ბოლომდე შეინარჩუნებენ, საჭიროების შემთხვევაში მიღების საათები გახანგრძლივდება. ⤵    დაწესებულებები, სადაც მომსახურების მიღება 20:00 საათამდეა შესაძლებელი: ► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა” მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. …

გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

აჭარის განათლების სამინისტროში, ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები H1N1 ვირუსის გავრცელების გამო. „ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს ვიდრე არდადეგები დასრულდება, თანაც ჯანდაცვის სამინისტრო არ ამბობს, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამიტომაც დაველოდებით როგორი ინფორმაცია ექნება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ კვირაში. ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არ მიუღიათ“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. ჯანდაცვის სამინისტროს …

გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 5 იანვარს, [17:00 საათი] გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დეფიციტი შეიქმნა პრეპარატ „ტამიფლუზე“. ეს პრეპარატი გამოიყენება H1N1 ვირუსის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სამკურნალოდ. სერგეენკომ თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, ვისზეც “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა. დავით სერგეენკოს თქმით, „10 იანვარს შევსება შემოვა, თუმცა ამ პერიოდის …

გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

„ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და, ფაქტობრივად, არ არის. გრიპის მიმდინარე სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით მარტო აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს. პრეპარატი, როგორც „ბათუმელებს“ გვითხრეს, საერთოდ არ არის „PSP-ს“ ქსელში, ხოლო „ავერსში“ განაცხადეს, რომ „ტამიფლუს“ შეძენა თბილისში, ისიც მხოლოდ ერთ აფთიაქშია შესაძლებელი …

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ეპიდსიტუაციის გამო, მომდევნო შაბათ-კვირას და ასევე 7 იანვარს [შობას ნაწილობრივი შეზღუდვით] პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“. სამინისტრო ასევე გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, ვისზეც პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით აჭარაში ოთხი …

აჭარაში გრიპის ვირუსით 132 პაციენტი მკურნალობს, ექვსი მართვით სუნთქვაზეა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალურ ქსელში 132 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმეტესობა ბავშვია, მათ შორის არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განმარტებით, ბავშვებში მიმართვიანობის გაზრდა  გარკვეულწილად  მშობლების ყურადღებითაც არის განპირობებული. გრიპის ვირუსით ჰოსპიტალში მკურნალობს ორსული ქალიც, მისი მდგომარეობაც სტაბილურია. H1N1  ვირუსით აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.  მათ შორის სამი 2019 …

H1N1 – ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ ექიმს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის დახმარება სჭირდება პაციენტს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ ახალი წლის დღეებში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში. მინისტრის განმარტებით, მოქალაქემ დაუყონებლივ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, თუკი მას განუვითარდა მკვეთრად გამოხატული გაცივების სიმპტომები. ხშირ …

1918-1919 წლებში ესპანური გრიპით (H1N1) 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2015-2016 წლებში აჭარაში გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადებების გავრცელების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს იმ წესების დაცვაზე, რაც აუცილებელია გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: გრიპის პანდემიები XIV საუკუნიდან არის აღწერილი; 10-50 წლიანი ინტერვალებით მეორდება; პანდემიის დროს შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 25-30% დაავადდეს; შესწავლილი (მე-20 და 21-ე საუკუნის) პანდემიები …

Exit mobile version