აჭარაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია უკვე 110 000 ლარით ფინანსდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 10 000 ლარით გაზარდა და ახლა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება სამინისტროს მიერ 80 000 ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 000 ლარს მათთვის ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის 110 000 ლარს მთლიანად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. შესაბამისად, აჭარაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ღირებულების 88 პროცენტს ბიუჯეტი ფარავს. …

ღვიძლის ტრანსპლანტაცია აჭარაში რეგისტრირებულ პაციენტს 100 000 ლარით დაუფინანსდება

2020 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას ზრდის. ბათუმში დარეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის დაფინანსება განისაზღვრება  70 000 ლარით, დამატებით 30 000 ლარს კი ბათუმის მერია გამოყოფს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის კი სამინისტრო ტრანსპლანტაციას დააფინანსებს 100 000 ლარით. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 120 – 125 ათასი ლარია. თანხის ნაწილს პაციენტები თავად …

აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგიონის მოსახლეობისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპლანტაციისთვის ერთ პაციენტზე 65 000 ლარი გამოიყოფა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მომავალი წლისთვის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც, ასევე, სამინისტროს პროგრამაშია გათვალისწინებული) ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო.  დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა …

აჭარაში ღვიძლის გადანერგვა ათ პაციენტს დაუფინანსდება

2018 წლისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 10 პაციენტს დაუფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით,  წლის განმავლობაში ერთ პაციენტზე, ერთჯერადად გაიცემა 50 000 ლარი. დაფინანსება ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მოხდება. გასულ წელს ბათუმში ღვიძლი სულ 17 ადამიანს გადაუნერგეს. აქედან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 პაციენტი 10-10 ათასი ლარით დააფინანსა. მიმდინარე წელს, დაფინანსების თანხა 50 ათას ლარამდე გაიზარდა და როგორც …

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს აჭარაში წელს 5 პაციენტს დაუფინანსებენ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] დაფინანსდებიან ერთჯერადად 50 000 ლარის ფარგლებში. 2017 წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯები დაუფინანსდება 5 პაციენტს რიგითობისა და მოცდის პრინციპის გათვალისწინებით ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად. გასულ წელს სამინისტრო პაციენტს ერთჯერადად 10 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებდა. …

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ცხრა წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა. რამდენი ოპერაცია გაკეთდა ამ დროის მანძილზე? – ამ და ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა ქაშიბაძე გვესაუბრა, რომელიც უშუალოდ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჰოსპიტალში. კახა ქაშიბაძე – ბატონო …

Exit mobile version