„ეს არის დაცინვა“ – ახალდაგებული ტროტუარი ბათუმში ადაპტირების გარეშე

ბათუმში, ჟიული შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში, ტროტუარი ახლახან დააგეს, თუმცა ქუჩა არაადაპტირებულია. ტროტუარის კიდე იმდენად მაღალია, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები ქუჩის გადაკვეთას სხვისი დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ. „ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი“, რომელიც 2021 წელს შევიდა ძალაში, სახელმწიფოს ავალდებულებს ადაპტირებული გარემოს შექმნას. „დააგეს ტროტუარები ნულოვანი ადაპტირებით. ხელმისაწვდომის სტანდარტი ფაქტობრივად თავზე გადაგვახიეს“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც …

ბათუმის მერიის პასუხი ენმ-ს, ქუჩების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, შპს „ვი აი პი“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად არ დაასრულა. ხოლო ის სამუშაოები, რაც მერიამ ჩაიბარა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს. მიშა ბოლქვაძის თქმით, მერიამ კომპანიას ოთხი ქუჩის კეთილმოწყობისთვის 474 221 ლარი გადაურიცხა, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის ნოემბერში, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. „ტაოს, ხიხანისა …

„ჭაობში“ 8 ქუჩის კეთილმოწყობა დაგეგმილზე ექვსი თვით გვიან დასრულდება

„ჭაობის“ დასახლებაში 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიასთან 25 თებერვალს გაფორმდა. თუმცა ორ დღეში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 2019 წლის 2 ივლისის ნაცვლად ქუჩების მოწესრიგება  ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, …

დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში

ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა. სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; …

ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]

წელს, სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელშიც 160-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შენობები, სადაც ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საგანგებო რეჟიმში, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლადო ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის შენდება, არსებული ყინულის სასახლის მიმდებარედ. სამშენებლო მოედანს გარეთ არსებული ტერიტორია გადათხრილია, ქუჩები – ამორტიზებული, ასფალტის საფარის გარეშე, არ არის ტროტუარები. ამ ადგილის, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, გარე …

რაში დახარჯავს მერია 78 მილიონ 688 ათას 600 ლარს 2018 წელს

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მერიის 2018 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სფეროში დაგეგმილი პროექტები წარმოადგინა. სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2018 წელს 78 მილიონ 688 ათას 600 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული თანხა ძირითადად ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამაში შედის როგორც მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე …

გონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი. მოწესრიგდება შემდეგი ქუჩები: მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 …

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის …

იყენებენ თუ არა მერიის ფილებს ივანიშვილის ხეების გადასატანად – პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება. პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო  ნივთები  გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი …

ქუჩები, რომლებიც „ჭაობის დასახლებაში“ კეთილმოეწყობა

„ჭაობის დასახლებაში“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმის მერია გარკვეული ქუჩებისა და ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობას გეგმავს. მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2018 წელს უნდა დასრულდეს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თითქმის ყველა ქუჩაზე სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტბეტონის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და  რიგ ადგილებში სანიაღვრე …

4,5 მილიონი ლარი „ბარცხანაში“ ქუჩების რეკონსტრუქციისთვის  

ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონზე  მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო თანხა 4 530 195 ლარია. ბარცხანის დასახლებაში სამუშაოები შემდეგ ქუჩებზე ჩატარდება: ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები. პროექტით გათვალისწინებულია ორი ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა: ტიპი I შემასწორებელი ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი …

ბათუმის მერია „ბონის“ დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობას გეგმავს

ოცამდე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის კეთილმოწყობას იწყებს ბათუმის მერია ე.წ. „ბონის“ დასახლებაში, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან  4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის ინფორმაციით შემდეგი ქუჩები კეთილმოეწყობა: შესაბამისი ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით – 3 მილიონ 994 ათას 837 ლარი. ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები. სატენდერო პირობების თანახმად, კაპიტალური სამუშაოების ჩატარებისას გზაზე …

Exit mobile version