ადვოკატი პროკურორს: იმ დღეში ჩაგვაგდეთ უკვე, რომ პატიმრები აქეთ გვიცავენ

პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” ადვოკატების მონაწილეობის გარეშე შედგა – პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ ადვოკატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა. “გაიგეთ, რაც წავიკითხე, ესაა,” – რამდენჯერმე მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატებს, როცა მათ სხვადასხვა შეკითხვა გაუჩნდათ. ოქმების წაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პროტესტი ბრალდებულებმა – ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ გამოხატეს. “აგდებული …

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

„ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, კაი ბიჭი ვარ და ასე შემდეგ არ მითქვამს…“ – უთხრა პროკურორს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა მანუჩარ ბერიძემ. ის ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეში ჩვენება შეცვალა. დღეს, 12 თებერვალს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 5 მოწმის ჩვენება მოისმინა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე მანუჩარ ბერიძეს თავიდან ბოლომდე წაუკითხა ის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესების დაწყებამდე რამდენიმე თვით …

რა ნახა გამომძიებელმა ლავასოღლის სახლის ჩხრეკის დროს

“ლავასოღლის საცხოვრებელი სახლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გავჩხრიკეთ,”- დაიწყო ამბის მოყოლა გამომძიებელმა, უჩა კახიძემ. მან დღეს, 28 იანვარს, სასამართლოს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა, მათ შორის, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკაზე. ლავასოღლის სახლი სამართალდამცველებმა 17 ივლისს გაჩხრიკეს. “იქ იყო რამდენიმე პასპორტი ლავასოღლის სხვადასხვა ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით, ასევე მეხსიერების ბარათები, …

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

„ვერ გადაიტანს“, „ნუ მოკლავ“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით იმედა აბაშიძის ახლობლები დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილები გირაოს საფუძველზე იმედა აბაშიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. იმედა აბაშიძეს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. „ჩემი მეუღლის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ციხეში მას ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, რატომ არ უწევს სიცხე… ის ეტლით მოსარგებლეა და დამოუკიდებლად გადაადგილება …

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ, ძმა…” “ლავასოღლი ვარ, ჩამოეთრიე აქ, ამოგთხრი მიწიდან”, – ეს ფრაზები მინდია ლავასოღლის ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის. “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოსამართლე ლევან გელოვანმა აუდიოჩანაწერებს დღეს, 5 ნოემბერს, მოუსმინა. დღეს სასამართლომ ბრალდებულების: მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძის, შოთა კეკელიძის და ზაალ ახვლედიანის ჩანაწერები მოისმინა. პროცესს სამი მათგანი ესწრებოდა, თუმცა მოსმენის პროცესში ივანე გიგიაძემ …

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

“შენ არც ქურდებს სცემდი პატივს, არც “ობშიაკი” იცოდი… 3 ათასს მოიტან იცოდე… გოგოები გეზრდება… ნუ ტირიხარ, თავს ნუ გვაცოდებ,”- ეს ფრაზები ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერშია, რომელიც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა “ქურდული სამყაროს საქმეზე” . ამ კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით, სამმა პირმა ავტომანქანით ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს დაზარალებული კ.კ. კადრში მხოლოდ დაზარალებული კაცის სახე ჩანს, რომელიც ავტომანქანის საჭესთან …

მოსამართლის გადაწყვეტილებით ლავასოღლს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვიდრე მოსამართლე ლევან გელოვანი სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს აგრესიულად მიმართა: „ჩვენ გავაკეთეთ რამე კანონსაწინააღმდეგო და თქვენ ყველაფერს კანონიერად აკეთებთ? 2004 წლიდან პროკურორი ხართ და კარგად გიცნობთ. გახსოვთ, რა პირობებში გამიფორმეთ ადრე საპროცესო?… ახლა საკანშიც მარტო მამყოფებენ…“ – თქვა ბრალდებულმა. პროკურორს შოთა კეკელიძისთვის არაფერი უპასუხია. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე, რომლის …

ლავასოღლის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის შეწყვეტა მოსთხოვა

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების შეწყვეტა ოთხივე ბრალდებულმა მოითხოვა, რომლებსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავება გამოძიება. მათ შორისაა მინდია ლავასოღლი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში იმყოფება. სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი იცავს. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი …

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისსა და წალკაში 6 პირი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთში, ე.წ. “კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავასოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების …

პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“

„ამ საქმეში 4 დაზარალებულია, 4 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბათუმში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დაკავებულების საქმე განიხილა. „რას გვედავებით, როცა დაზარალებული საქმეში არ არსებობს“, – მიმართა პროკურორებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ. პროკურორის თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები სასამართლოსაც მისცემენ ჩვენებას. …

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსლან ჩიქოვანს, ხოლო 8 წლით – კაკო ტუღუშს. ორივეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. კაკო ტუღუშის ადგილსამყოფელი უცნობია, მას დღემდე ეძებენ, ხოლო რუსლან ჩიქოვანი გასული წლის აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები, დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში …

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა. „მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ …

სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით …

Exit mobile version