ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა დღეს, 6 აგვისტოს, 31-მდე გაიზარდა. ეს ერთადერთი კლინიკაა ბათუმში, სადაც კოვიდით დაავადებულ ფემხმძიმე ქალებს მკურნალობენ. დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 25-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. „თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ პაპავა, „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, მას …
Tag Archives: ქორწილი
ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს
ქორწილების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობა კანონით აკრძალულია, თუმცა პოლიცია ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. სარიტუალო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი უპრობლემოდ ესწრება ქორწილს, პარალელურად კი, კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება – დღეს, მაგალითად, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება. დააჯარიმა თუ არა …
Continue reading “ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს”
„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს
„მაინც აქ მოვდივარ ყოველდღე, კარებს ვაღებ, განიავდეს მაინც, ხანდახან სხვებიც მოდიან, 5 – 6 კაცი ვიკრიბებით და ჯოკერს ვთამაშობთ,“ – გვითხრა სელიმ არძენაძემ, რომელმაც ამჯერადაც გააღო აპრილიდან დახურული სარიტუალო დარბაზი „დავითი“. პანდემიის პირობებში ქორწილების გაუქმების შემდეგ დარბაზების მესაკუთრეებიც და აქ დასაქმებული ადამიანებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. „დაძირული ვართ, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენს დარბაზებს მალე აუქციონებზე გაიტანენ,“ …
Continue reading “„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს”
რა წესებით შეიძლება დარბაზში ქორწილის გადახდა – ახალი რეკომენდაციები
ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.] საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები დამტკიცდა. ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა, როგორც დახურულ სივრცეში [დარბაზში] ასევე ღია სივრცეებში, თუმცა ქორწილისა და სხვა ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში [დარბაზში] ამ დროისთვის კვლავ აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებით, დახურულ დარბაზში ღონისძიების ჩატარებისას რეკომენდებულია …
Continue reading ” რა წესებით შეიძლება დარბაზში ქორწილის გადახდა – ახალი რეკომენდაციები”
„რეგულაციებით ქორწილის გადახდა რატომაა დანაშაული?“ – აქცია სარიტუალო დარბაზების გახსნის მოთხოვნით
„უნდა გაიხსნას დარბაზები, ასე არ გამოვა, ყველას ჭამა გვინდა, ბანკის ვალებია, ჩემთან, მაგალითად, 50 კაცი იყო დასაქმებული… რეგულაციებით ქორწილის გადახდა რატომაა დანაშაული?“ – კითხულობს სარიტუალო დარბაზის „დავითის“ ხელმძღვანელი – ომარ ქამადაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს „ეუფორია ბათუმის“ წინ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. სარიტუალო დარბაზების მფლობელები და იქ დასაქმებული პირები ქორწილების და ქელეხების გამართვის უფლებას …
ბათუმში ქორწილები გადაიდო: „ხალხი არ მოვაო და თვითონ გააუქმეს ჯავშანი“
„მთავრობა ვიდრე იტყოდა, მანამდე გაუქმდა ჯავშნები, ხალხი არ მოვაო,“ – გვითხრეს სარიტუალო დარბაზებში, სადაც მარტში ქორწილები იყო დაგეგმილი. რამდენიმე საქორწინო დარბაზის მენეჯერები ადასტურებენ, რომ ქორწილები გადაიდო, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მარტში ქორწილი წინა წლებშიც იშვიათი იყო. შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებსაც რომ შესაძლოა შეეხოს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გუშინ, 12 მარტს, …
Continue reading “ბათუმში ქორწილები გადაიდო: „ხალხი არ მოვაო და თვითონ გააუქმეს ჯავშანი“ “