ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო. რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის? რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური …

20 225 ოჯახს 100 ათასზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს – ქონების დეკლარაციები საქართველოში

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა ჯამურად 100 ათას ლარს გადააჭარბა, 4 037-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წელს 16 188 პირმა წარადგინა დეკლარაცია, რომელთა შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო; 2023 წელს კი, ამ შემოსავლის მქონე …

ვინ არ გადაიხდის 2021 წლის ქონების გადასახადს ტურიზმის სექტორში – შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ სექტორში [ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში] დასაქმებული მეწარმე სუბიექტები გათავისუფლდნენ 2021 წლის ქონების გადასახადისაგან [რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული]. უწყების ინფორმაციით: „საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ …

ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს არ გადაიხდის – ღარიბაშვილი

დღეს, 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ეს სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. „საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოვწერთ. შევისწავლეთ ამ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, …

საქართველოში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 13 ათას ოჯახს ჰქონდა – დეკლარაცია

საქართველოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 1 796-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა; 2018 წელთან შედარებით კი, ასეთი მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების რაოდენობა 2 982-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში, ქვეყანაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი იყო, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 9 104-ით არის …

ბათუმის ბიუჯეტს მილიონები დააკლდება – ქონების გადასახადი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადი კი გადაუვადდება – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა. სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად დააწვება თვითმმართველობებს, ამიტომაც რეგიონებს ამ დანაკლისის შევსება ცენტრალური ბიუჯეტიდან დასჭირდებათ. ეს, თავის მხრივ, კიდევ დამტებით კრიზისს შექმნის …

რამდენ ოჯახს აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალი – დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

ფიზიკური პირი, რომლის წინა წლის შემოსავალი [მისი, ან მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ჯამურად] აღემატება 40 ათას ლარს, ვალდებულია მომდევნო წლის 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და 15 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადოს გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ქონების გადასახადის დეკლარაცია 189 815-მა პირმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი, ჯერჯერობით – 13 803-მა. ამ …

ვინ იბეგრება ქონების გადასახადით

ევროპის ქვეყნებში საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ბიუჯეტის მნიშვნელოვან რესურსად ითვლება. ქონების გადასახადს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსიც საქართველოში, თუმცა უძრავი ქონების ფლობაზე გადასახადს ჩვენთან მესაკუთრე იმ შემთხვევაში იხდის, თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ბათუმის ბიუჯეტში 2014 წელს ფიზიკური პირებისგან გადახდილმა ქონების გადასახადმა ჯამში 861 800 ლარი შეადგინა, გასულ წელს – 920 …

Exit mobile version