ნაგავსაყრელად ქცეული ადგილი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლისა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ისევ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ფოტოები 25 დეკემბერსაა გადაღებული. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ ეს ადგილი სახელმწიფო საკუთრებაა და აღნიშნულ ტერიტორიას დაასუფთავებენ. ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგისa და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „სანდასუფთავებაში“ ასევე გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის დაყრისთვის წელს არავინ დაუჯარიმებიათ. მონიტორინგისა და …

ბათუმი მე-19 სართულის შუშის კედლებიდან

ბათუმის ურბანული პოლიტიკა მუდმივი კრიტიკის საგანია, მიუხედავად ამისა, მშენებლობა იმავე ტენდენციით გრძელდება, ბათუმს ისევ არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა, იგივეა გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხიც: „ყველაფერი კანონის ფარგლებშია“.  ასეთ ფონზე ბათუმი სულ უფრო კარგავს მწყობრად განაშენიანებული ქალაქის სახეს. ინვესტორები ზღვის პირას დარჩენილი რამდენიმე ნაკვეთის შევსებასაც მაღალსართულიანი შენობებით აპირებენ. ამჯერად სწორედ ასეთი რამდენიმე სამშენებლო პროექტის პრეზენტაციისას, ფოტოები ერთ-ერთი სასტუმროს მეცხრამეტე …

დათოვლილი კურორტი გოდერძი [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტზე მიმდინარე 16 საინვესტიციო პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 129 მილიონი ლარია და საბოლოოდ კურორტი ერთდროულად 1 000-ზე მეტი ვიზიტორის მიღებას შეძლებს. კურორტი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.

სევდა, ყავა და „სახლი მოჩვენება“ – 8 ფოტო პრეზიდენტის არჩევნებიდან

არჩევნების დღეს ჟურნალისტები და მოქალაქეები არაერთ საინტერესო და სახალისო ფოტოს იღებენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ რამდენიმე, ჩვენი აზრით განსაკუთრებით დასამახსოვრებელ ფოტოს, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ეს 2018 წელის არჩევნებზე აჭარაში გადაღებული ყველაზე პოპულარული ფოტოა. როგორც ჩანს, საარჩევნო უბანზე მოწყენილობაა. ფეისბუქზე ფოტოს „პანაშვიდიც“ უწოდეს. საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. როგორ დავეხმაროთ უფროსებს ხმის მიცემაში – ფოტოინსტრუქცია. …

ბათუმი სექტემბრის ბოლოს [ფოტორეპორტაჟი]

ზაფხული დამთავრდა და ზღვაზე შეიძლება სულ რამდენჯერმე მოასწარი წასვლა, რუჯიც ისეთი არ გაქვს როგორიც გინდოდა, მალე ქალაქში აცივდება და ზაფხულის საზღვაო სეზონამდე ერთი ვრცელი წელი იქნება. რა გრძნობაა, როცა წარმოიდგენ, რომ სულ მალე ვერც ზღვაზე იბანავებ და მზეს და სითბოსაც დიდი ხნით გამოემშვიდობები? ალბათ ეს: პანიკა უადგილოა. სინამდვილეში ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, ოქტომბერი …

პირველი დღე სკოლაში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელების გამოცნობა რთული არ არის – ხელში ყვავილების თაიგული, ბუშტები და დედას ან მამას ჩაჭიდებული ხელი. ყველა ამბობს, რომ უხარია სკოლაში წასვლა და მოუთმენლად ელის, როდის მიიღებს სასკოლო კომპიუტერს. 6 წლის ანასტასია კვაჭაძე პირველკლასელებს შორის გამორჩეულად აქტიურია: „მიხარია, სკოლაში ყველაფერს გაძლევენ, ნოუთბუქს, კიდევ …

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

22 აგვისტოს, საღამოს 8-9 საათზე, ძლიერი წვიმის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ნისლში გახვეული გომისმთა [ფოტორეპორტაჟი]

გურიაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარე გომისმთას ზაფხულის ცხელ დღეებს გამოქცეული დამსვენებლები აფარებენ თავს. 2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთა ხშირად ნისლშია გახვეული და თბილი ტანსაცმელი აქ აუცილებელია, თუმცა როცა ნისლი გადაიწმინდება, მწველი მზე აცხუნებს. გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ამბობენ, რომ გომისმთა …

აჭარის ყველა ფერი

აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც  ოთხივე სეზონზე გრძელდება. არ მოგიყვებით, რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში, გირჩევთ, ნახოთ აჭარის ყველა ფერი ერთ ფოტორეპორტაჟში და იპოვოთ თქვენი ფავორიტი. თუ უფრო მეტი გინდა გაიგო, წაიკითხე სტატია – იპოვე შენი ფერი აჭარაში.  გაზაფხულის ფერები ზაფხულის ფერები  შემოდგომის ფერები ზამთრის ფერები    დატკბი მოგზაურობის …

მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …

ბეშუმი – 1900 მეტრი ზღვის დონიდან [ფოტო]

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე, დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი ბეშუმიდან:  

საგაზაფხულო სამუშაოები დიდაჭარაში [ფოტორეპორტაჟი]

ხულოში ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ დიდაჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.      

მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

  ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

თოვლიანი დილა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში მესამე დღეა თოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თოვლმა ქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები მაინც შექმნა.  ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ტროტუარი თოვლისგან მეტ-ნაკლებად იწმინდება, თუმცა გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომანქანებს, ასევე ქვეითებსაც. თოვლმა ხეებს ტოტებიც დაამტვრია. ბათუმი, 29.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები.

გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვს. მათი თქმით, გარევაჭრობის გამო ქუჩაზე ანტისანიტარიაა. გარემოვაჭრეებს კი ტერიტორიის დატოვება არ სურთ, ისინი ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართობზე მათთვის ვაჭრობა მომგებიანი არ იქნება. ნახეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი წერეთლის ქუჩიდან.

სამუშაოები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან. ფოტოები წინასაახალწლო დღეებში იმ ქუჩებზეა გადაღებული, სადაც სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  

საახალწლო სამზადისი [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან და ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეები მონტაჟდება. როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი: მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

90-იან წლებში ჩარჩენილი ბათუმის ავტოსადგური [ფოტო]

ბათუმში მდებარე ძველი ავტოსადგურის შენობა და მიმდებარე ტერიტორია წლებია მნიშვნელოვნად არ განახლებულა. ავტოტრანსპორტით ყველაზე მეტად დატვირთული ავტოსადგურის 30-პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, 60 პროცენტის კი – სააქციო საზოგადოება.

ბათუმის თოვლიანი დღის ფოტოქრონიკა

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს. თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის …

31 დეკემბრის დილა ქედაში [ფოტო]

სულხან სალაძის ფოტორეპორტაჟი. მომზადებულია 31 დეკემბერს, დაბა ქედაში.

Exit mobile version