5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადეს

„ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი [ორშაბათი-სამშაბათი] უქმე დღეებად გამოცხადდა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“ – წერია 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. …

კობახიძემ 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. დადგენილება არ ვრცელდება ცალკეულ სამსახურებზე. მაგალითად, ეროვნული ბანკის „ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“. ასევე, ისეთ სამსახურებზე, რომელთა „ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს …

ბათუმის საკრებულო ვერ ისვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ 29 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საკრებულო მორიგ სხდომას 2025 წლის 29 აგვისტოს ჩაატარებს. 29 აგვისტო „ოცნების“ მთავრობამ უქმე დღედ ისე გამოაცხადა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. საკრებულოს კი, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე, სხდომის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. დადგენილებაში, რომელსაც ხელს „ოცნების პრემიერი“ აწერს, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, ვის მიმართ არ გავრცელდეს ეს დადგენილება იმ შემთხვევაში, …

პოლიციის სერვისცენტრები 13 იანვრამდე ისვენებს – საპატრულო

საპატრულო პოლიციის განცხადებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე ქოლცენტრი, პირველი იანვრიდან 13 იანვრამდე პერიოდში არ იმუშავებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 …

ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

როლანდ შავაძე მასწავლებელი და 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. გაკვეთილების ჩასატარებლად სოფელში ბათუმიდან უწევს ჩასვლა, შესაბამისად, ქალაქიდან გამთენიისას უნდა გაემგზავროს. იმ დღეს, როცა მუსლიმები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ბაირამს აღნიშნავენ, ლოცვასა და მსახურებას გამთენიისას, დილის შვიდ საათზე იწყებენ. ამ დღეს როლანდს ორი არჩევანი აქვს – ან სკოლა …

მთავრობამ 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოაცხადა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“ – აღნიშნულია დადგენილებაში. ამასთან, …

იუსტიციის სახლი უქმეებზეც მუშაობს, გამონაკლისია 7-9 იანვარი

იუსტიციის სახლი 2022 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულ უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. გამონაკლისი იქნება 7 და 8-9 იანვარი. „ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. ფილიალები შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.“ – აცხადებს იუსტიციის სახლი. რაც შეეხება შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, იუსტიციის სახლში მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. 2022 წლის …

გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტები უქმე დღეებშიც იმუშავებენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.“ – აცხადებს სამსახური. ამასთან, 2022 წლის 1-ლი …

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 3-6 იანვარს – მთავრობის დადგენილება

2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა იქვე განსაზღვრულია, თუ ვისზე არ გავრცელდება ეს დადგენილება საჯარო დაწესებულებებში. დადგენილების მიხედვით, საჯარო დაწესებულება [ადმინისტრაციული ორგანო] თავად განსაზღვრავს იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში იმუშავებენ, მიუხედავად უქმე დღეებისა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში …

მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები 13 მაისამდე არ იმუშავებს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 12 მაისის  ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. „გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. „აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს [საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით], კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, …

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – მთავრობამ საწარმოები და სფეროები განსაზღვრა

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები განსაზღვრეს, რომლებზეც არ გავრცელდება უქმე დღეების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება. ბრძანების მიხედვით, ამ სფეროების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“. 2021 წლის 4-11 მაისს უქმე დღეებით ვერ ისარგებლებენ: 1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის …

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – ახალი დადგენილება

საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №175 დადგენილება, „თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“ – აღნიშნულია მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაში. მთავრობის N175 დადგენილებით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის …

ვინ იმუშავებს უქმე დღეებში 3-15 იანვარს – მინისტრების ბრძანება

საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც არ გავრცელდება 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ მთავრობის დადგენილება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ მეწარმე სუბიექტების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 …

ვინ იყო სკოლაში „დიდ ხუთშაბათს“ – პრობლემა, რომელიც არავის აწუხებს

„ქრისტიანული სახელმწიფო ხომ ვართ, ამიტომ არ მოვიდნენ,“ – ეს ფრაზა ბათუმის საჯარო სკოლაშიც მოვისმინეთ და უნივერსიტეტშიც, როცა დავინტერესდით, რატომ დაცარიელდა სასწავლო დაწესებულებები ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა „დიდი ხუთშაბათი“ უქმე დღე არ არის, მოსწავლეების ნაწილი დღეს, 25 აპრილს სკოლაში არ მისულა. მოსწავლეების გამოუცხადებლობას არავინ გაუბრაზებია – მშობლები, მასწავლებლები, დირექტორი. „კარგი იქნება, …

Exit mobile version