უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, „ვიქტორ ორბანის ოლიგარქებს“ თანხები საზღვარგარეთ გადააქვთ. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ. „ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ. მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე დიდი ოდენობით თანხის …
Tag Archives: უნგრეთი
„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ
რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთის მაგალითზე, აკლია თუ არა ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მიაღწიოს საქართველომ ახალ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, ეკა აკობიას ესაუბრა. ქალბატონო ეკა, რა შეიძლება ასწავლოს ქართულ ოპოზიციას უნგრეთის, კონკრეტულად კი პეტერ მადიარის მაგალითმა. ითქვა, რომ მისი წარმატება ხალხთან ახლო ურთიერთობამ განაპირობა. თქვენი აზრით, …
რას შეცვლის ივანიშვილი თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან
„ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა, კონტრაგიტაცია…“ – უნგრეთში ავტორიტარიზმის პირობებში ჩატარებულ წარმატებულ არჩევნებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, უნგრეთის არჩევნების მთავარი მიღწევა ისაა, რომ ხალხმა არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ყველგან დაინახა, რომ ავტორიტარიზმის შემოტრიალება დემოკრატიისკენ შესაძლებელია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი მაინც ევროკავშირია: „ძალიან მნიშვნელოვანია, შენ …
ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო
2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა: Tisza – მადიარის პარტია: …
Continue reading “ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო”