უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში დააკავა მტრის ორი ინფორმატორი, რომლებიც რუსებს რეგიონის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების კორექტირებაში ეხმარებოდნენ. უწყების ცნობით, ისინი იკვლევდნენ და ოკუპანტებს გადასცემდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის, მათ შორის, რეაქტიულ საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსის“ საბრძოლო პოზიციების ზუსტ კოორდინატებს. გარდა ამისა, დაკავებულები აგროვებდნენ ინფორმაციას ადგილობრივი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობისა და ადგილმდებარეობის შესახებ. …
Continue reading “რუსებს „ჰაიმარსების“ კოორდინატებს აწვდიდნენ – უკრაინის უშიშროებამ 2 პირი დააკავა”