რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …

დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. „სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ …

ბათუმის ახალ მეჩეთზე სააპელაციო სასამართლო მერიის ზონალურ საბჭოს გამოკითხავს

ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 18 თებერვალს, პირველი სხდომა გაიმართა. სააპელაციო სასამართლო დამატებით ბათუმის მერიის ზონალური საბჭოს წევრების ჩვენებების მოსმენას აპირებს. ეს უწყება რეკომენდაციით მიმართავს ბათუმის მერს კონკრეტული მშენებლობის ნებართვის გაცემამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს …

რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები 2019 წელს საქართველოში – TDI

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ [TDI] ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით 2019 წელს საქართველოში გამოვლენილ რასიზმის, ქსენოფობიისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ტენდენციებზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცხოელების, განსაკუთრებით კი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ დაუსაბუთებელი უარების საგანგაშო მაჩვენებელი. „აღნიშნულს დაემატა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების …

ვინ აღმოფხვრის დისკრიმინაციას, თუკი მერია მეჩეთის აშენებაზე ისევ უარს იტყვის?

„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მერია ისევ უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე? გამოვა, რომ მერია ისევ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას მიიღებს და სასამართლო ვერ ჩაერევა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში,“ – ამბობს ანზორ ხატიაშვილი, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი. ეს ორგანიზაცია და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. იურისტები უზენაესი სასამართლოს …

EMC: მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის სასამართლო განხილვის ვადას არღვევს

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის …

Exit mobile version