რა იცვლება ავტომობილის ინსპექტირების წესში ივნისიდან – ახალი დადგენილება

ტექნიკური ინსპექტირების შესახებ რეგლამენტში ახალი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირების წესსა და ვადებს აზუსტებს, წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე. ცვლილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 22 მაისს დაამტკიცა და ის 3 ივნისიდან ამოქმედდება. ახალი ცვლილებით, რეგლამენტის 23-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების …

ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვაზე ჯარიმები იზრდება – ცვლილება კოდექსში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება. დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით: იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით; იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად /საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს …

ავტომანქანის განმეორებითი ინსპექტირება თებერვლიდან ფასიანი იქნება – ნახეთ ფასები

სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება 2023 წლის პირველი თებერვლიდან ფასიანი იქნება. დადგენილი წესის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ[ებ]ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში კი, უნდა ჩატარდეს ხელახალი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. დღეს მოქმედი რეგულაციით, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა …

ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, კერძო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შემოწმებისას, მისი ვიზუალური და ტექნიკური დაზიანების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური …

1 აპრილიდან იკრძალება საჭის გადატანა და 10 წელზე მეტი ხნის საბურავები – ტექდათვალიერება

ახალი რეგულაციით, 2020 წლის პირველი აპრილიდან, ავტომანქანები 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. ამასთან, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, რომელიც პირველი აპრილიდან გაივლის ტექდათვალიერებას [მარჯვენა საჭით], მომდევნო ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუ საჭე შეცვლილი ექნება. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე საჭეშეცვლილ ავტომანქანებს, ისინი ტექდათვალიერებას უპრობლემოდ გაივლიან. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, …

ბათუმში თეგეტა მოტორსის ახალი ცენტრი და კავკასიის ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გაიხსნა

დღეს, 27 ივლისს, თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა ბათუმში. რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი ხახულისა და გაგარინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს და 10 641 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული. თეგეტა მოტორსის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. თეგეტა ცენტრში დღესვე, საღამოს შვიდ საათზე ჯგუფ …

შეამოწმეთ, არის თუ არა მზად თქვენი ავტომობილი ტექინსპექტირებისთვის? [ტესტი]

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. გამართული ავტომობილით მოძრაობა სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციების თავიდან არიდებას ნიშნავს როგორც მძღოლების, ასევე, ქვეითებისთვის. იარეთ მშვიდად, იყავით დაცული და შეამოწმეთ, მზად არის თუ არა თქვენი ავტომობილი ტექინსპეტირებისთვის.

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასური – ცვლილება რეგლამენტში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელიც ძალაშია 2019 წლის 5 მარტიდან. M1 კატეგორიის ტაქსების ინსპექტირება თუ სავალდებულო იყო ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ახალი დადგენილებით ეს ტაქსები ინსპექტირებას გაივლიან ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ; …

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი „გივა“ შაბათ-კვირასაც იმუშავებს. როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების [პტი] ცენტრ „გივაში“ განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მომართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს. „გივა“ ავტომანქანის მძღოლებს შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე მოემსახურება. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში კი სერვისცენტრი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში ამბობენ, რომ …

„ყვითელი ავტობუსები“ ტექდათვალიერების გარეშე – მერია ოფიციალურ მონაცემს მალავს

ბათუმში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილს ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ აქვს. ხუთი კონკრეტული მუნიციპალური ავტობუსის შესახებ ტექდათვალიერების ოფიციალურ, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ისინი „დაჯარიმებას ექვემდებარებიან“. თუკი შეხვალთ ავტომანქანების ტექდათვალიერების ინტერნეტგვერდზე PTI.ge-ზე და საძიებო ველში, მაგალითად, მიუთითებთ – GFG 762, მიიღებთ პასუხს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება გასული წლის 27 დეკემბრამდე უნდა გაევლო. ეს ბათუმში დღეისთვის მოძრავი …

შსს: ავტომობილი, რომელსაც არ გაუვლია ტექდათვალიერება, ვიდეოკამერით დაჯარიმდება

„ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 2019 წლის 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ეს ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის …

ჯარიმა 50 ლარი – პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულოა

2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა. მფლობელი ფიზიკური პირი, რომლის ავტომანქანასაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, 50 ლარით დაჯარიმდება. ტექდათვალიერების გავლა სამგზავროსთვის ექვს თვეში ერთხელ, ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის კი, წელიწადში ერთხელ, სავალდებულოა. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს …

„გივა“ – ტესტირების ცენტრი, სადაც უნდა გაიაროს თქვენმა ავტომანქანამ ტექდათვალიერება

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო ხდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის იმის მიხედვით, თუ რომელ რიცხვშია რეგისტრირებული ის მომსახურების სააგენტოში. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დაიწყება იმ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რომელთა ძრავის მოცულობა 3:0 და მეტია. თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა ტექდათვალიერება თქვენივე მაქსიმალური ზედამხედველობით, უსაფრთხოდ და სწრაფად გაიაროს, მაშინ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) შესაფერის …

შსს: აირბალონიანი ავტომანქანებისთვის ქულების შემცირება არ მოხდება ტექდათვალიერების ამოქმედებამდე

2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. „საპატრულო …

Exit mobile version