უკრაინიდან ხორბლის ქურდობაში მონაწილე რუს მეზღვაურებს ინტერპოლი დააკავებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, სირიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემის მიერ სავარაუდოდ უკრაინიდან მოპარული ხორბლის ჩატანას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, ყოველი მეზღვაური, ვინც მონაწილეობს მსგავს ქმედებებში, ძებნილთა საერთაშორისო სიაში მოხვდება და მათ ინტერპოლი დააპატიმრებს. „რუსეთი აგრძელებს სისხლიანი უკრაინული ხორბლის ექსპორტს სირიაში. ყოველი მეზღვაური, რომელიც მონაწილეობს რუსულ დანაშაულებრივ სქემაში და ყიდის დანაშაულებრივად მითვისებულ ქონებას, …

უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა – CNN

CNN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ერთ-ერთი გადამზიდი გემი – „მატროსი პოზინიჩი“ სირიის ქალაქ ლატაკიაში შევიდა. როგორც გამოცემა წერს, ეს ამ გემის მეორე მოგზაურობაა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. ერთჯერადად გემს დაახლოებით 30 000 მეტრული ტონის ტვირთის გადატანა შეუძლია. „მატროსი პოზინიჩი“ 19 მაისს ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, ხორბლით დატვირთვისას Maxar …

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

ამერიკული გამოცემა CNN-ი სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ჩანს, თუ როგორ იტვირთება, სავარაუდოდ, უკრაინაში მოპარული ხორბლით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი გადამზიდი გემი. გემები ყირიმში, სევასტოპოლის პორტში დგანან. 19 და 21 მაისით დათარიღებულ Maxar Technologies-ის ახალ სურათებზე ნაჩვენებია ხომალდები – „მატროსი პოზინიჩი“ და „მატროსი კოშკა“, რომლებიც, როგორც ჩანს, მარცვლეულის სილოსებთან არიან გაჩერებული. CNN-ი გემების …

სურსათის დეფიციტის თავიდან ასარიდებლად მოგვეცით შეიარაღება – პოდოლიაკი მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ყოველკვირეული ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის 19 მაისის გამოცემის მთავარ თემას გამოეხმაურა. The Economist-ის მიმდინარე კვირის ნომრის გარეკანზე დიზაინერ რიკარდო რეის ილუსტრაციაა, პურის თავთავები, რომლებსაც მარცვლების ნაცვლად თავის ქალები ასხია. „მოახლოებული სასურსათო კატასტროფა,“ – ასე ჰქვია სტატიას. როგორც თავად გამომცემლობა წერს ტვიტერზე, სტატია მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება ომით გამოწვეული მოსალოდნელი მასობრივი …

რა არის საჭირო ომის დროს, სურსათის დეფიციტი რომ არ შეიქმნას – ინტერვიუ ანალიტიკოსთან

დღეს სურსათის მარაგი უკვე ნიშნავს არა სავსე ბეღელს, არამედ პროდუქტის ფასს, რომ დახლთან მისულებმა საკვების ყიდვა შევძლოთ – დაახლოებით ამას ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც სურსათის მარაგის უსაფრთხოებაზე მუშაობენ. რა არის საჭირო ომის დროს, სურსათი დეფიციტი რომ არ გახდეს? როგორ აგვარებენ უსაფრთხოების ამ საკითხს წამყვანი ქვეყნები? „გააჩნია კონტექსტს“ – გვიპასუხა ანალიტიკოსმა ია კაციამ, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად რეალისტურია …

Exit mobile version