„დღეს ჩვენც ლუკა ვართ“ – მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ბათუმში

დღეს, 20 დეკემბერს, საღამოს 18:30 საათზე, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „არა სუიციდს!“, „ერთად ლუკასთვის“, „დროა ქუჩაში გამოსვლის“ – ამ და სხვა სლოგანების ფონზე მოსწავლეებმა გააპროტესტეს ძალადობრივი სისტემა, რამაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ – ეწერათ მოზარდებს პლაკატზე. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს ძალადობის წინააღმდეგ, რადგან მომავალში …

სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები 

მე-12 კლასელმა ბიჭმა სკოლაში სიარული მოულოდნელად შეწყვიტა. დამამთავრებელი კლასის ათოსანი მოსწავლე ოთხი თვის განმავლობაში კლასში არ გამოჩენილა. „როცა სახლში მივაკითხეთ, არც კი შეგვიპატიჟა, კარებიდან მალევე გამოგვისტუმრა. როცა ვეკითხებოდით, თუ რა ხდებოდა მის თავს, დუმდა. მიზეზს არ გვეუბნებოდა,“- ყვება მოზარდის მეგობარი. საკუთარ თავსა და ოთახში განმარტოებული მოზარდით, სკოლა პირველ ეტაპზე დაინტერესდა, თუმცა ეს ინტერესი დღეების მატებასთან …

რა ზიანი მოაქვს სუიციდის არასწორ გაშუქებას

რაზე არ უნდა ისაუბროს მედიამ, როდესაც საქმე მოზარდის სუიციდს შეეხება. როგორი ენა უნდა გამოიყენოს მედიამ, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც სოციალური ქსელებით თუ სხვა ფორმით, სუიციდის თემაზე საუბრობენ, წერენ, აკომენტარებენ და რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზიანი, რომელიც შეიძლება ამ თემის „გაყვითლებამ“ გამოიწვიოს. რისკებსა და გაშუქების ფორმაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს. ცნობილია მასობრივი მიბაძვითი სუიციდის ფენომენი, …

სტატისტიკის მიხედვით თვითმკვლელობების რაოდენობა გაიზარდა

გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 161-მა ადამიანმა მოიკლა თავი, მათ შორის, 11 არასრულწლოვანი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს თვითმკვლელობათა რაოდენობა 2006 წელთან შედარებით ქალებში 2.8, ხოლო კაცებში 2.3 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს 15 წლამდე ასაკის ერთმა გოგომ მოიკლა თავი, 15-დან 19 წლამდე – 3 ქალმა და 7 კაცმა. 20 წლის ზემოთ …

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს. ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, წინასაარჩევნოდ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევ ვერ მოხვდა პრიორიტეტებში. როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია …

Exit mobile version