„ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გასვლის“ – ბსუ-ს სტუდენტი

ალეკო ბერიძე ბსუ-ს სტუდენტია. ის მეორეკურსელია, უნივერსიტეტში ტურიზმს სწავლობს. ალეკო ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში ცხოვრობს და ლექცია-სემინარებზე ყოველდღე სოფლიდან დადის უნივერსიტეტში. ალეკო გვიზიარებს თავის ხედვას უნივერსიტეტზე, სტუდენტურ თვითმმართველობასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა. ალეკო, რამდენად რთულია სოფლიდან სიარული უნივერსიტეტში ყოველდღე? მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ტრანსპორტი …

„სტუდენტებს ვერ გაგვაჩუმებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე

„სტუდენტებს ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ახლა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და რამდენად საჭიროა განსაკუთრებით სტუდენტების აქტიურობა. მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში სტუდენტებს ვერ გააჩუმებენ,“ – ამბობს მარიამ პაქსაძე, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სტუდენტები და ლექტორები დღეს, 29 ივნისს, ბსუ-ს შესასვლელთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ უერთდებიან 3 ივლისის აქციას  სლოგანით „შინ, ევროპისკენ“. აქციის „შინ …

ბსუ-ს რექტორის პასუხი სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“

ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უფლება არ აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. სტუდენტებისა და ბათუმის საკრებულოს წევრის „თანამშრომლობაზე“ რექტორის პოზიცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს პრესცენტრმა წერილობით მოაწოდა. რექტორს პოზიციის დაფიქსირება მას შემდეგ ვთხოვეთ, რაც გაირკვა, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტურ ჩატში საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევდა. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო …

„მამაჩემი დამეხმარა“ – თვითმმართველობის თავმჯდომარე რეგიონიდან სტუდენტების წაყვანაზე

„არა, პარტიიდან საერთოდ შორს ვართ… მე ბიძაჩემი დამეხმარა, მამაჩემი, მეც მქონდა რაღაც დაგროვებული. მინდოდა, რომ ჩემი სტუდენტები სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით არ დარჩენილიყვნენ, ყველა მიდიოდა და ჩვენც წავედით,“ – გვითხრა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შოთა კაკაშვილმა. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონცერტს გუშინ, 2 ნოემბერს დაესწრო. სტუდენტი ამბობს, რომ …

რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ. „საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – …

ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარის არჩევნები. თვითმმართველობის 92 წევრიდან სხდომას 82 ესწრებოდა. სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ პაპუნიძე აირჩიეს. ზურაბ პაპუნიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე ერთადერთი იყო. მან 69 ხმა მიიღო. კენჭისყრაში სულ 76 სტუდენტი მონაწილეობდა, 7 ბიულეტენი გაბათილდა. თავმჯდომარის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა იყო საჭირო.  

ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად

პირველი საქმე, რომელზეც მოსამართლე მანანა კობახიძეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სტუდენტების სარჩელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მანანა კობახიძე 15 თებერვლიდან შევიდა, დღეს მოისმინა მხარეთა არგუმენტები „აუდიტორია 115“-ის სარჩელზე.  გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე კოლეგიას ჯერ არ მიუღია. „არ შეიძლება ერთ სტუდენტურ გაერთიანებას ჰქონდეს ექსკლუზივი“,- მიმართა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ, საია-ს იურისტმა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს იცავს. …

სტუდენტური მოძრაობის წერილი პრემიერს

დღეს 11 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტური მოძრაობა – „ავტონომია უნივერსიტეტის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. სტუდენტები საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს, წერილობით მიმართავენ. სტუდენტების განცხადებით, წერილი შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობების საკითხს და გარე ძალების ჩარევას საუნივერსიტეტო პროცესებში. „წერილი ასევე შეიცავს ყველა იმ ფაქტის აღწერას, რაც მოხდა უნივერსიტეტში 21 მარტიდან დღემდე. იმას, რომ არ მოხდა პროცესების ობიექტურად შეფასება და …

Exit mobile version