ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებს – მოსყიდვა არჩევნების წინ?

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 26 აგვისტოს იწყება და ამას კანონდარღვევად ვერ შევაფასებთ, გარკვეული პროექტები და პროგრამები, რომლებსაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს ამომრჩეველს, საარჩევნოდ მოტივირებული და პრობლემურია: მათ შორის უნდა განვიხილოთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაც – ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ოცნების“ ახალ პროგრამას, რომელიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების შემოდგომაზე დაწყების შესახებ …

თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა  

პირველ სამუშაო გამოცდილებას სტუდენტთა 75% სტაჟიორის ამპლუაში იღებს, სწორად შერჩეული კომპანია და პოზიცია კი კარიერული წინსვლის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. სამსახურის დასაწყებად მრავალი რჩევა არსებობს, რომელთა 98%-ის შესახებ, ალბათ, უკვე წაგიკითხავთ ან გსმენიათ. უკვე იცით, რომ საჭიროა თქვენი რეზიუმეს გადახედვა და სასურველი ვაკანსიის შესაბამისად ადაპტირება, სამოტივაციო წერილის გულდასმით შედგენა, ინტერვიუსთვის მომზადება და ჩანიშნულ შეხვედრაზე 15 წუთით …

ევროპაში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა – „ევროოდისეა“ განაახლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ფლობენ რომელიმე უცხო ენას. როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიის ადამიანს. „ვაკანსიებზე შეზღუდვა არ არის, ვებგვერდზე ინფორმაცია რომ მოვიძიოთ, ყველაფერს ვნახავთ, …

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო: [checklist] აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე FINCA.ge ტესტირება; ინდივიდუალური გასაუბრება [/checklist] პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო …

არაფერი უსწავლებიათ, მინისტრის აპარატმა კი სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სტაჟირება გავიარე

„სტაჟირებაზე არ მივლია, არაფერი უსწავლებიათ, მაგრამ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სამთვიანი სტაჟირების გავლის დასტურად“, – ამბობს სევინჯ გუმბათოვა. სევინჯმა 1+4 პროგრამით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და 2017 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, რომელიც (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვისაა. ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების …

სტაჟირება სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის 2 ვაკანტურ ადგილზე. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ამ სტაჟირებით მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება აშშ-ის საელჩოში, საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში. მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა „ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული …

ერთკვირიანი სტაჟირება პოლონეთში უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის

აჭარის განათლების ფონდი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი ფიზიკის, ოთხი ქიმიის, ოთხი ბიოლოგიისა და ოთხი  ბუნებისმეტყველების პედაგოგი (I-IV და V –VI კლ.) აჭარის საჯარო სკოლებიდან. პედაგოგების სტაჟირებას სრულად აფინანსებს განათლების ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ …

უმაღლეს საბჭოში ანაზღაურებადი სტაჟირება გააუქმეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას ვეღარ გაივლიან. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებდა, უმაღლესმა საბჭომ 16 ნოემბერს გააუქმა. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას არავინ გადის.  მხოლოდ ერთი სტაჟიორია იურიდიულ კომისიაში, რომელიც ანაზღაურებას არ იღებს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ არაანაზღაურებადი სტაჟირება აპარატში შესაძლებელი იქნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი …

სტაჟირება ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის(EECMD) ბათუმში სტაჟირებს აცხადებს. სტაჟიორები უფლებამოსილებას განახორციელებენ რეგიონული კოორდინატორის მეთვალყურეობის ქვეშ და ჩართულნი იქნებიან რეგიონული ოფისებისა და დემოკრატიის სკოლების კოორდინირების პროცესში. ბათუმის გარდა სტაჟირების გავლა მსურველებს შეუძლიათ თელავში, გორსა და ქუთაისში. EECMD დემოკრატიული პოლიტიკური აქტორების გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს საქართველოსა და უკრაინაში. დემოკრატიის …

სტაჟირება „ბათუმელებში“

„ბათუმელები“ აცხადებს ორთვიან უფასო სტაჟირებას იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაში მუშაობით. სტაჟიორი იმუშავებს ვებგამოცემა batumelebi.ge-ს ნიუსრუმში, შეისწავლის ახალი ამბების მომზადებასა და გავრცელებას,  გამოიმუშავებს მედიაში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სტაჟიორი შეიძლება იყოს ბათუმიდან და აჭარის ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან. სტაჟირების შემდეგ „ბათუმელები“ გასცემს სტაჟირების დამადასტურებელ მოწმობას, შესაძლოა გაიცეს რეკომენდაციაც. სტაჟიორი შეიძლება მუშაობდეს როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე, იმ შემთხვევაში, …

სახალხო დამცველის აპარატი სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს სტაჟირებას. სტაჟირების ვადა 6 თვეა, ადგილი: ბათუმი და ქუთაისი. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტია. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად -განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს და კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს; მოთხოვნები: მინიმალური განათლება: ბაკალავრი/ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება არ არის სავალდებულო; …

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის აჭარის აგროსერვის ცენტრში

აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტუდენტები 6 თვით იმუშავებენ აჭარის აგროსერვისცენტში და მათი ანაზღაურება თვეში 250 ლარი იქნება. სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 17 თებერვალს, შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს სტაჟირებაზე აჭარს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე  ესაუბრნენ. 6-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების მიზანი სოფლის …

ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან

რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უნივერსიტეტის გარდა, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებშიც გაივლიან სტაჟირებას. ბათუმის უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თანამშრომლობით რუსული ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობესებენ, შეისწავლიან ბაზარს და რუსი ტურისტების რაოდენობა აჭარაში გაიზრდება. „შეუძლებელია რუსი ტურისტების ნაკადის გაზრდა განათლების გარეშე. …

Exit mobile version