რა დარღვევებზე წერს აუდიტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის შესყიდვებზე

„სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ფასები რიგ იდენტურ მომსახურებაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთანავე, ერთ-ერთ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შეუსაბამოდ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიუხედავად, არ მისცეს დისკვალიფიკაცია“ – წერს სახელმწიფო აუდიტი შესაბამისობის დასკვნაში. ეს დასკვნა 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მიერ განხორციელებულ შეყიდვებს და ზოგადად …

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ჯამბულ, რა …

რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება

ორ კვირაზე მეტია ქობულეთში, ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმოების წინ მანდარინით დატვირთული მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას. ფერმერებს ციტრუსის ჩასაბარებლად, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი დღითაც კი უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. არასტანდარტულ მანდარინს, რომელიც ექსპორტზე ვერ გააქვთ, ქობულეთში ორი ქარხანა – TCF Georgia და GM GROUP იბარებს. თუმცა დღეისათვის ერთი ქარხანა TCF Georgia გაჩერებულია. GM GROUP-ს კი …

მონაწილეობდა თუ არა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამომრჩევლის მობილიზებაში

ბათუმის #18 საარჩევნო უბანზე დღეს, 28 ოქტომბერს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე საარჩევნო უბანთან მდგარ მიკროავტობუსთან შენიშნეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ე.წ. კოორდინატორები ისხდნენ. თეთრი მიკროავტობუსი მთელი დღის განმავლობაში #18 საარჩევნო უბანთან იდგა. „ბათუმელები“ მიკროავტობუსში მსხდომ რამდენიმე ქალს ესაუბრა, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ თავიანთი უბნელები მოჰყავდათ საარჩევნო უბანზე. მიკროავტობუსში მხდომი ქალები ამბობდნენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ …

სამინისტრო ნახევარი მილიონი ლარის სათესლე ნიორს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრი 48 ტონა „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე [სარგავი] მასალის შეძენას გეგმავს. ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტში წელს 528 ათას 812 ლარია გათვალისწინებული. ნივრის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში, წინადადებების მიღება 2018 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში კი სამინისტროს ნიორი, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში …

აისახება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები აჭარის მთავრობაზე

„ამ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება აჭარაში,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შეუერთდება თუ არა, მაგალითად, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ეს თბილისში იგეგმება. ცვლილების განხორციელების შემდეგ ცენტრალურ დონეზე გარემოს და ბუნებრივი …

როგორ აფასებს საკუთარ მინისტრობას „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატობამდე, ერთი წლის განმავლობაში, ლაშა კომახიძე აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აფასებს მერობის კანდიდატი საკუთარ მინისტრობას და რა შეცვალა რიგითი ფერმერებისთვის. ბატონო ლაშა, თქვენი შეფასებით, რისი შეცვლა მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის?  ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ და განვახორციელეთ მთელი რიგი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები. პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ …

Exit mobile version